საზაფხულო სტილი ანნა იმედაშვილის მაგალითზე (ფოტო) - Marao

საზაფხულო სტილი ანნა იმედაშვილის მაგალითზე (ფოტო)

2020-06-26 10:49:34+04:00


როგორი სტილის სამოსია ამ ზაფხულს აქტუალური? როგორი უნდა იყოს დახვეწილი ქალბატონის გარდერობი, რომელიც ამავდროულად, სპორტულ სამოსსაც ანიჭებს უპირატესობას? ამას გაგება მარტივადაა შესაძლებელი. უბრალოდ უნდა გადავხედოთ იმ ქალბატონების „ინსტაგრამებს“, რომლებსაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ და ესთეტიკა ხიბლავთ.

ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართველი ქალბატონია. ის გამომწერებს მუდმივად მრავალფეროვან სიახლეებს და ხარისხიან ფოტოებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვანი რამ არის. მის ფოტოებში ყოველთვის იგრძნობა ესთეტიკურობა და სინაზე.

ანნას ჩაცმის სტილი ნამდვილად გამოარჩევს, მის გარდერობში იხილავთ ისეთ დახვეწილ და ტრენდულ სამოსს, როგორებიცაა: ატლასის კაბები და ზედები, ელეგანტური ქვედაბოლოები, ფერადი ტონის - სწორად შერჩეული სპორტული სამოსი და სხვა...

ანნა ცდილობს, რომ ფერების აურზაურს თავი აარიდოს და ძირითადად, დაბალანსებულ, სადა ფერის სამოსს ირჩევს. თუმცა ძალიან უყვარს ეფექტური, მკვეთრი ფერის ტანსაცმელიც, რომლის ჩაცმის შემთხვევაშიც, ცდილობს, ბალანსი სადა აქსესუარებით და სწორი გადანნაწილებით შეინარჩუნოს.

ტელეწამყვანის „ინსტაგრამზე“ არაერთ საინტერესო აქსესუარს წააწყდებით, რაც შესაძლოა თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს.

ანნას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, ის ორსულადაა და სამოსის სწორად შერჩევას ამ ახალ ეტაპზეც მშვენივრად ახერხებს.