სტილი

"ბებიის" ბიკინები - ახალი ტენდენცია საცურაო კოსტიუმებში ფორმების მქონე გოგონებისთვის

"ბებიის" ბიკინები - ახალი ტენდენცია საცურაო კოსტიუმებში ფორმების მქონე გოგონებისთვის
საცურაო კოსტიუმები 40, 50, 60-იანებიდან რომ მოიძიოთ, აღფრთოვანდებით, თუ რამდენად მრავალფეროვანი იყო არჩევანი. თუმცა წლევანდელ სეზონზე ტრენდული სწორედ რეტრო "ბებიის" ბიკინები აღმოჩნდა. რთული წარმოსადგენია, რამდენად კომფორტული იყო შორტის მსგავსი საცურაო კოსტიუმები მაღალი წელით, რომლებიც სანაპიროზე ყველა გოგონას ეცვა. თუმცა მორგების შემდეგ თავადაც დარწმუნდებით მის პრაქტიკულობაში.

ბებიების ფოტოარქივებს თუკი ჩავუსხდებით, დიდი ალბათობით, მოდის მიმდევარი გოგონას სტატუსის ტარების შემთხვევაში აღმოაჩენთ სანაპიროზე შორტებში გამოწყობილ ბებიას. ეს საკულტო რეტროსტილი ახალი ტენდენციის სათავე გახდა, რომელიც დიდი ალბათობით, მყარად გაიდგამს ფესვებს
საზღვაო პერიოდში მომავალ წელსაც.

ახალი ტენდენცია ნოსტალგიას გამოიწვევს აუცილებლად, თუმცა შვებულებამდე ასეთ ბიკინებში შეგიძლიათ აუზზეც თამამად იაროთ, ვინაიდან მათ შორტის იმიჯი უფრო მეტად აქვთ, ვიდრე საცურაო კოსტიუმის.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93