წარმოგიდგენთ 3 ქართველ ქალბატონს. მათ თვალს არაერთი ადამიანი ადევნებს. ზოგისთვის მათი სტილი მაგალითია, ზოგისთვის კი - უბრალოდ განხილვის საგანი.
მაშ ასე...
სოფო ჭყონია
გასულ წელს სოფო მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში, BoF500-ში შეიყვანეს.
მას „ინსტაგრაზე“ 31.1K მიმდევარი ჰყავს.
სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: „ქართული მოდის პოპულარიზაციას, პირველ რიგში, უცხოეთში მოღვაწე ქართველებმა შეუწყვეს ხელი“.
შეგახსენებთ, რომ MERCEDES BENZ FASHION WEEK-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორია.
მის სტილს არაერთი ქალბატონი აკვირდება და შესაძლოა, სოფო მათი ინსპირაციის წყაროც არის.
ლიკუნა ხაჭაპურიძე
ქართველი მოდელი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. ის მოდის ტენდენციებსაც ითვალისწინებს და ცდილობს, სიახლეებს თავისი ხასიათი მოარგოს.
აქსესუარების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს და სამოსს საინტერესოდ უხამებს.
მაკა კვიციანი
ბევრმა ის პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო. მაკა ბრენდ Dalood-ის კრეატიული დირექტორია და ცდილობს, ჩაცმულობით ყოველთვის გამოირჩეოდეს.
„ინსტაგრამზე“ ესთეტიკური ფოტოების დადება უყვარს. ხშირად თავისი მეგობრის, დიზაინერ ანუკი არეშიძის კოლექციიდან არჩევს სამოსს. შეგახსენებთ, რომ მაკა ანუკი არეშიძის მეჯვარე გახლდათ.
მის სტილში დახვეწილი ნოტები და ვინტაჟური ხასიათი იგრძნობა.