სტილი

2020 წლის საზაფხულო კომბინეზონების ტრენდული მოდელები

2020 წლის საზაფხულო კომბინეზონების ტრენდული მოდელები
კომბინეზონები ყოველ ზაფხულს მოდას უბრუნდება. ზაფხულის მოსვლასთან ერთად სელებრითები და მოდის ბლოგერები აქტიურად ურჩევენ სტილს სასურველ კომბინეზონს და ზაფხულის თბილ თუ გრილ დღეებს ამ კომფორტულ სამოსში ატარებენ.

ნახეთ 2020 წლის საზაფხულო კომბინეზონების ტრენდული მოდელები


ჯინსის სამოსს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ძალიან უხდება. შეგიძლიათ საზაფხულო ლუქს მსგავსი სტილის კომბინეზონი და ქუსლიანი ფეხსაცმელი დაამატოთ.

რას იტყვით შორტ-კომბინეზონზე? ვფიქრობთ, ეს ტანისამოსი მოდიდან არასდროს გადავა. თეთრი მაისური, ბევრი სამაჯური და გაშლილი თმა მშვენიერი ლუქია ზაფხულის ცხელი დღისთვის.



ზაფხულის გრილ დღეებში გრძელსახელოიანი
თხელი მაისური, ჯინსის კომბინეზონი და მაღალქუსლიანი დახურული ფეხსაცმელი იდეალური წყობაა. ჯინსს ბევრი რამ უხდება და სწორედ ამიტომ არ კარგავს ტრენდულობას.




შეგიძლიათ ჯინსი ტყავითაც ჩაანაცვლოთ, ნებისმიერ შემთხვევაში დახვეწილი და გამორჩეული სტილი ნამდვილად შესამჩნევია.



მსახიობი ბლეიქ ლაივლიც კომბინეზონებზე გადასულა და წლევანდელი ზაფხულის მოდას არც ის ჩამოუვარდა. კლასიკური სპორტული სტილი ნამდვილად უხდება კომბინეზონს, რას იტყვით?



ეს დახვეწილი კომბინეზონი სულაც არ არის სპორტული სტილის და მეტიც, უცხო და საინტერესო დიზაინი აქვს. როგორც ჩანს, ამ ზაფხულს გამორჩეულად ჩაცმულ ქალს ბევრგან შეხვდებით.



რას იტყვით კრემისფერ კომბინეზონსა და ულამაზეს ფეხსაცმელებზე? ეს ფერი რუჯს ძალიან უხდება.

არც მომღერალი მაილი საირუსი ჩამორჩა 2020-ის მოდას და შავი კომბინეზონით გამოჩნდა ქალაქში. საინტერესო სტილი აქვს მაილის.

ზაფხულში ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჩაცმულობის ასარჩევად მოკლე ჯინსის კომბინეზონი და ტოპი კარგი ვარიანტია. გრილი, კომფორტული და ტრენდულია.


არც მოდელი ალესანდრა ამბროსიო ჩამოუვარდა მოდას. ეს არჩევანი ყოველდღიური და კომფორტული სტილია.

შეგვიძლია ერთი ჩვეულებრივი კომბინეზონი ათასგვარ სტილს მოვუხდინოთ. პიჯაკი და თეთრი ჩანთა კარგი ვარიანტია სამსახურში კომფორტულად ყოფნისთვის. 

წლევანდელ მოდას შედარებით სხვა სტილის კომბინეზონებიც დამატებია. ეს ფერი და ფორმა ზაფხულის მზიან დღეს სასიამოვნო, გრილი სამოსი უნდა იყოს.

კომბინეზონის შიგნით ტოპის ჩაცმას ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. თითქოს ყოველდღიური სტილია, თუმცა მაინც მოგხვდება თვალში თავისი გამორჩეულობით.


კომბინეზონი და კლასიკური ფეხსაცმელი - აი, ეს დეტალი დაემატა წლევანდელ მოდას.

ზაფხულის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადგილას ეს კომბინეზონი საოცარ ეფექტს მოახდენს. თეთრი, სადა დიზაინი ულამაზესია გარუჯულ ტანზე და დაბალძირიან ფეხსაცმელსაც ძალიან უხდება.



აი, ესეც თეთრი კომბინეზონის გრძელი ვარიანტი. მართლაც რომ გამორჩეულია ტანზე და თან ყველანაირ სტილს უხდება.

ბოლო მოდელი წელს ანა ვილერმა მოირგო. ეს ღილებიანი კომბინეზონი ჯინსის პერანგზე იდეალურ კომბინაციას ქმნის და მაღალქუსლიანებსაც უხდება.

წყარო: fashiongum.com/
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93