ალბათ უკვე შეგხვდათ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორი ვარცხნილობებია ტრენდული 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.
საინტერესოა, როგორი ვარცხნილობა აქვთ ამჟამად იმ ქალბატონებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ტენდენციებს ფეხი აუწყონ და ფორმაში იყვნენ.
კრისტი ყიფშიძე
მოდელი უკვე დიდი ხანია, რაც მოკლე თმას ატარებს. ბუნებრივ ფერებს ანიჭებს უპირატესობას და სადა სტილის მოყვარულია. მისი თმის ფერი სახის ფერთან შესაბამისობაში მოდის, რასაც ალბათ მარტივად შენიშნავდით.
თამარა მილანოვა
მშვენიერ ქალბატონს ძირითადად ხუჭუჭა თმით ვხედავდით და ამის გამო მისი გარეგნობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იყო. ის ექსპერიმენტების მოყვარულია. წარმოგიდგენთ ფოტოებს, სადაც განსხვავებული თმის ფერითაა. როგორ ფიქრობთ, როგორი ფერის თმა უხდება უფრო მეტად?
ნინი ბადურაშვილი
შერეული ფერები- სეზონის ტრენდს მომღერალიც ემხრობა. ის უეცარი ექსპერიმენტების მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა, თუმცა იცის როგორ შეარჩიოს ვარცხნილობა ისე, რომ უხდებოდეს.
მირანდა შელია
მოდელმა რამდენიმე დღის წინ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იმიჯი შეიცვალა, თმა შეიჭრა და განსხვავებულად შეიღება. ამ ჟესტს გამომწერები დადებითად გამოეხმაურნენ.