სტილი

5 აუცილებელი საზაფხულო სამოსი, რომლებიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს

5 აუცილებელი საზაფხულო სამოსი, რომლებიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს


ზაფხულის სიცხისგან თავის დაცვა საკმაოდ რთულია. ამ დროს ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ცოტა ჩაიცვას. თუმცა რეალურად ამ საკითხს სულ სხვაგვარად უნდა შეხედოთ. მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რას ჩაიცვამთ, არამედ იმას, თუ როგორ ტანსაცმელს ჩაიცვამთ.

სამოსის შეძენისას მთავარი ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას და ქსოვილის ხარისხს. ბუნებრივი ქსოვილები, როგორებიცაა ბამბა, ტილო, აბრეშუმი, ჰაერს კარგად ატარებს და კანი არ ხურდება. ასევე მნიშვნელოვანია ღია ფერის ტანსაცმლის შერჩევა, რადგან ღია ფერები მზის სხივს აირეკლავს, მუქი კი – ატარებს და სხეულამდე უშვებს.

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში სასურველია თავისუფალი სტილის ტანსაცმელი ატაროთ, რომელიც ტანზე მჭიდროდ არ მოგეკრობათ და თქვენს კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს.

გარდერობის განახლებისას თითოეული ამ რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. სეზონურად გარდერობის სრულად განახლებას ბევრი ვერ ახერხებს, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ის 5 აუცილებელი ნივთი, რომლებიც ყველა ქალის გარდერობშია და ამავდროულად, ზაფხულის მოსვლისთანავე მათ განახლებაზე იწყებენ ზრუნვას. ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ წარმოგიდგენთ ზაფხულის სეზონის 5 აუცილებელ სამოსს.

მკვეთრი ფერის სარაფანი, რომელიც თქვენს გარეგნობას განსაკუთრებულსა და ეფექტურს გახდის. სამსახურში, კაფეში, პიკნიკზე – ყველგან შეიძლება მოირგოთ ეს ლამაზი სარაფანი და ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი.


ზაფხული შორტის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა უარი თქვით ჯინსსა და სხვა მყარ მატერიებზე. გრილი, კომფორტული და ბუნებრივი მასალით შეკერილი შორტი მთელი ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებულ კოფორტს მოგანიჭებთ.



ზაფხულში ფეხსაცმლის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. აარჩიეთ ფეხსაცმელი მოწნულ ძირზე და ეცადეთ, მისი ზედაპირი ტილოსგან იყოს დამზადებული. სანდლები უკეთესია, თუმცა, თუ თქვენ დახურულ ფეხსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას, ამ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ნატუალური მასალისგან იყოს დამზადებული. დისკომფორტთან ერთად, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი შეიძლება გარკვეული დაავადების მიზეზიც კი გახდეს.


გადატვირთული ტანსაცმლით სიარული ზაფხულში მოუხერხებელია. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ფერის უბრალო ბრეტელიანი მაისური ზაფხულის განუყრელი ნაწილი ხდება. მრავალფეროვნება შეგიძლიათ ფერებით შექმნათ, სტილი კი უბრალო და სადა შეინარჩუნეთ.


ზაფხულში, როგორც წესი, ქალები კაბებსა და შორტებს ირჩევენ, თუმცა ერთი თავისუფალი სტილის მოსახერხებელი შარვალი თითოეული მათგანის გარდერობის აუცილებელი ნაწილია. ყოველთვის არ ვართ კაბის ან მოკლე შორტის ხასიათზე, ამიტომ კარადის კუთხეში შარვალი აუცილებლად იკავებს თავის ადგილს.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
ეკა
ტრუსები თუ საჭირო იყო არ ვიცოდი მე არასროს მაცვია რავიცი
16:45 / 15-07-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93