დახვეწილი პერანგები ყველა მოდური ქალბატონის გარდერობშია. თუმცა როდესაც გვსურს, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ და სტილი გავიუმჯობესოთ მაგალითებისთვის გადახედვაც არ არის ურიგო საქმე.
ამ ზაფხულს მნიშვნელობა ნაზ ფაქტურას და ფერად ტონებს ენიჭება, მაგრამ უყურადღებოდ არც დამჯდარი ტონები უნდა დავტოვოთ.
მოდელი თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. მის გარდერობში ლამაზ პერანგებს მრავლად იხილავთ.
პერანგების მოყვარულია მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეც, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მას ხომ კლასიკური სამოსის ტარება ძალიან მოსწონს. ძირითადად თეთრ ფერზეა ორიენტირებული.
ამ მხრივ გამონაკლისი არც მოდელი ჟანეტ ქერდიყოშვილია. მისი სტილი ხშირად იმსახურებს მოწონებას და "ინსტაგრამზეც" ბევრი გამომწერი ჰყავს.
ცხადია დიზაინერი ანუკი არეშიძე არ უნდა გამოვტოვოთ. მისი ჩაცმის სტილი და ზოგადად გემოვნება ბევრი ადამიანისთვის პირველ ადგილზეა და მიიჩნევენ, რომ ის ყველასგან გამოირჩევა.
გადავხედოთ სხვა ვარიანტებსაც:
ფაქტია, რომ თეთრი ფერის პერანგებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია და სხვადასხვა სამოსთან შეხამება ბევრნაირად შეიძლება.