სტილი

რაც ტრენდულია: საზაფხულო მაკიაჟი და აქსესუარები ქართველი ცნობადი ქალბატონების მაგალითზე

რაც ტრენდულია: საზაფხულო მაკიაჟი და აქსესუარები ქართველი ცნობადი ქალბატონების მაგალითზე
ზაფხული აზარტში შევიდა. ქართველი ცნობადი ქალბატონებიც კიდევ უფრო ფერადები და ტრენდულები არიან. ერთად გადავხედოთ სეზონის ყველაზე ტრენდულ მაკიაჟს და საინტერესო აქსესუარებს, რომლებსაც ისინი ირჩევენ.
მოდელი მიმი შელია ფერად ტონებს ანიჭებს უპირატესობას. ამ სეზონზე მინიმალისტური ვარიანტები საკმაოდ პოპულარულია.
მიმი ძირითადად მკვეთრ, ნათელ ფერებს ამჯობინებს და მისი ახალი მაკიაჟიც ხალისიანია.



ალბათ,  შეამჩნევდით, რომ ტუჩის ბუნებრივ ფერთან მიახლოებული ე.წ  Nude ტუჩსაცხებიც ისევ პოპულარულია.

ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებოდით თვალების კუთხეებში დამაგრებულ მძივებსა და სხვადასხვა სახის დამხმარე საშუალებას, რომლებიც ამ სეზონზე
ბევრმა ქალბატონმა მოსინჯა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრწყინვალება - ბევრისთვის ჰაილაითერი და მბზინავი ნაწილაკებისგან შემდგარი კრემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბრჭყვიალა ტონები დიზაინერ ანუკი არეშიძესაც ძალიან უყვარს. მსგავსი ბრჭყვიალა ნაწილაკები მზიან ფოტოებს ძალიან უხდება.

დახვეწილი ქალბატონები ამ სეზონზე განსხვავებული ფორმის, საინტერესო სათვალეებს ირჩევენ.

ამ სეზონზე სადა აქსესუარებს ექცევა ყურადღება. ზედმეტად გადატვირთული, მძიმე ყელსაბამები და საყურეები ნაკლებად აქტუალურია. პატარა ჩანთების მიმართ სიყვარული არც ახლა გამქრალა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93