ზღვის და შვებულების სეზონი აქტიურ ფაზაშია და ახლა ბევრისთვის საცურაო კოსტიუმის არჩევის საკითხი გამორჩეულად აქტუალურია. მოდის ტენდენციები წლიდან წლამდე იცვლება. 2020 წლის ზაფხულში მსოფლიო მოდაში ვინტაჟურ სტილზე კეთდება აქცენტი, რაც საცურაო კოსტიუმებზეც ვრცელდება. თუ წინა ზაფხულს ე.წ. ბიკინები იყო ტრენდული, წელს სტილისტები დახურული და ერთიანი საცურაო კოსტიუმების ჩაცმას გვირჩევენ.
მსოფლიო მოდის ტენდენციებს ცნობილი ქართველებიც ითვალისწინებენ. ვნახოთ, როგორ საცურაო კოსტიუმებს ირჩევენ 2020 წლის ზაფხულში ისინი.
რეპერ ბერა ივანიშვილის ცოლმა ნანუკა გუდავაძემ არჩევანი შავ, ერთიან საცურაო კოსტიუმზე შეაჩერა. აღნიშნულ საცურაო კოსტიუმში მას ქმართან ერთად ვიდეოც აქვს გადაღებული, რომელიც ბერამ "ტიკ-ტოკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
2020 წელს ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ფავორიტიც ერთიანი საცურაო კოსტიუმია. ვარდისფერი და მბზინავი ქსოვილის კოსტიუმი ლეოპარდის პრინტითაა გაფორმებული.
მომღერალი ქეთა თოფურია ზაფხულის ცხელ დღეებს საფრანგეთში, სენ ტროპეში ატარებს. შვებულების ამსახველ ფოტოებს ქეთა "ინსტაგრამზე" აზიარებს. მან წელს არჩევანი ფერად საცურაო კოსტიუმზე შეაჩერა.