ზაფხულის გასვლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.
ვიდრე საზაფხულო სამოსის შენახვა მოგვიწევდეს, ტრენდულ ვარიანტებს გადავხედოთ.
მოდელი მიმი შელია ამ მხრივ „ინსტაგრამზე“ თავის მიმდევრებს ნამდვილად ანებივრებს, რადგან მუდმივად ახლებურ ინტერპრეტაციებს სთავაზობს.
ბოლო დროს ის სადა და ნაკლებად გადატვირთულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
პატარა, მინიმალისტური მძივები და მარგალიტის დახვეწილი ყელსაბამები ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალური გახლდათ. მოდელი აქსესუარების მოყვარულია და ამ ტრენდსაც არ ჩამორჩენია. ხშირად იყენებს საათებსაც, რასაც როგორც კლასიკურ, ასევე სპორტულ სტილს არგებს.
ასევე, ტრენდულია მაღალწელიანი, ტანზე მომდგარი, ქამრიანი შარვლები და ქვედაბოლოები, რასაც მირანდა მოკლე, კლასიკურ ტოპს უხამებს.
სპორტული სტილის სამოსი სწორედ ის არის, რაც ნებისმიერი ქალბატონის გარდერობში უნდა იყოს. მირანდა უფრო ხშირად სპორტულ სამოსს ირგებს. ცდილობს, რომ მისთვის კომფორტული ვერსია შეარჩიოს და ამავდროულად, იმ სტილთან შესაბამისობაში მოდიოდეს, რომელსაც ამდენი ხანია მიჰყვება.