სტილი

2020 წლის მოდური საქორწილო კაბები (ფოტო)

2020 წლის მოდური საქორწილო კაბები (ფოტო)
ყველა ქალის ცხოვრებაში დგება ეს ბედნიერი დღე, სახელად ქორწილი და ალბათ, თქვენც, როგორც ყველა, თვეებით ადრე გეგმავთ საქორწილო რიტუალს, კაბასა და ყველა საჭირო დეტალს. ამ სამზადისში ჩვენც დაგეხმარებით და წლევანდელი საქორწილო კაბების რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ:

ნახეთ 2020 წლის მოდური საქორწილო კაბები




წელს, თეთრი ფერის გარდა, შავი ფერიც არის მოდაში და 2020 წელს დიზაინერები გვთავაზობენ, რომ ჩვენს საქორწინო კაბებს ერთი-ორი შავი დეტალიც
დავუმატოთ.
,,ცუდი პატარძლები“ - ასე შეარქვეს ამ მოდელებს, რომლებიც წელს ალექსანდერ მაქქვინმა, ვერა ვონგმა და ლუი ვიტონმა წარმოადგინეს. კაბებს 80-იანი წლების ვინტაჟური დეტალები ეტყობა, რაც ასევე მოდაშია წელს.



შავთან და თეთრთან ერთად კრემისფერიც არ კარგავს აქტუალურობას. ეს სტილი და ფერი მათთვის არის, ვისაც თეთრი დიდად არ უყვარს და რაიმე გამორჩეულს ეძებს ქორწილისთვის. გრძელი გაშვებული კაბა და კრემისფერი შარვალი წელს საქორწილოდ ნამდვილად ტრენდულია.



წელს ფუშფუშა კაბებიც მოდაშია, პრინცესული სტილი არ კარგავს აქტუალურობას. თამამად შეარჩიეთ ნებისმიერი ფერისა და ზომის ფუშფუშა კაბა თქვენი ბედნიერი დღისთვის.



კიდევ ერთი უმშვენიერესი სტილი წლევანდელი ქორწილისთვის პალტო-კაბებია, რომლებიც გრძელი შლეიფით, მართლაც პალტოს სტილში ერგება პატარძალს. კაბას უცხო დიზაინი აქვს და საოცარი ეფექტის მოხდენა შეუძლია.



რას იტყვით სრული დაფარვის კაბებზე, სადაც ხელები და კისერი მაქმანებით არის დაფარული? კაბა კლასიკურ, ვინტაჟურ და მიმზიდველ იერს სძენს პატარძალს. ამ სტილის არჩევით, თქვენ შანსი გაქვთ, თქვენი ფიგურა და ფორმები გამოკვეთოთ.



ვინ თქვა, რომ ქორწილში მხოლოდ თეთრი კაბა უნდა გვეცვას? თუ სურვილი გაქვთ, ნებისმიერი ფერის არჩევაა შესაძლებელი და ამას წლევანდელი ტრენდული მოდელებიც ადასტურებს. 2020-ში მწვანე საქორწინო კაბა სულ არ არის უცხო და მიუღებელი.



აი, კიდევ ერთი განსხვავებული ფერის საქორწინო კაბა. ,,ზღვისფერი საოცრება“ - ასე უწოდეს ამ მოდელებს. წელს ვერა ვონგი და ოსკარ დელარენტა ცისფერ ფერს უწევენ რეკომენდაციას.



ეს კაბები ჩვეულებრივი არ გეგონოთ, მათ გამორჩეული, დახვეწილი საყელო აქვთ და დიზაინერები დარწმუნებულები არიან, რომ წელს ამ სტილს ბევრი პატარძალი მოირგებს.



ფუშფუშა კაბების არჩევისას ეს მოდელებიც გაითვალისწინეთ. წელს ოსკარ დელარენტამ, კარლ ლაგერფილდმა და ზუჰაირ მურადმა წელში გამოყვანილი და ქვევით გაშლილი კაბები შემოიტანეს მოდაში, რაც ნამდვილად სწორი არჩევანია.



მათ, ვისაც კაბა არ უყვარს, შანელი და რალფ რუსო კლასიკური სტილის შარვალსა და პიჯაკს, შორტსა და ბლუზს სთავაზობენ. 2020 წლის ტრენდული საქორწილო კაბები უკვე იცით და არჩევანი უკვე თქვენზეა.

წყარო: www.harpersbazaar.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93