სტილი

რატომ გახდა ბებიის ნივთები ყველაზე მოთხოვნადი

რატომ გახდა ბებიის ნივთები ყველაზე მოთხოვნადი
ბებიის ტანისამოსი, რომელიც დიდი ხანია შენახული გვაქვს სკივრში, წლევანდელ სეზონზე კვლავ აქტუალური გახდა და ყველაზე ცხელ ტრენდად იქცა. ჩაინიშნეთ, რომელი ვინტაჟური ნივთების დაბრუნება ღირს გარდერობში?

გადმოკეცილი საყელო

  • „სკოლის“ გადმოკეცილი საყელო 2020 წლის შემოდგომის კოლექციებში მასიურად შეგხვდებათ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ სამკუთხედის ფორმაზე. ეს მოდური აქსესუარი ნებისმიერ კაბას, მაისურს და ჯემპრსაც კი ახალ სიცოცხლეს შესძენს. რაც მთავარია, გამოიყურება ულტრამოდურად.

კორსეტები

  • ეპოქაში, სადაც ქალები აქტიურად იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, დიზაინერებმა კვლავ დააბრუნეს კორსეტები. რატომაც არა, როცა სხეულს უფრო ლამაზად წარმოაჩენს? ნიკოლა ჟესკიერისა
    და რიკარდო ტიშის კორსეტები Louis Vuitton-ისა და Burberry-ს საკრუიზო კოლექციებში უკვე მრავლადაა. ცდად ნამდვილად ღირს.

„მკლავი-ბუფები“

  • როგორ გამოვიყურებოდეთ რომანტიკულად და ქალურად? დაუმატეთ თქვენს ლუქს მოცულობითი მკლავები-ბუფები. ეს სტილი აქტუალური რენესანსის ეპოქაში საფრანგეთში იყო. დღეს შეგიძლიათ ყურადღება გამჭვირვალე მოცულობით მკლავებზე გაამახვილოთ. უხდება სქინი ჯინსებსა და ქვედაბოლოებს.

კოსტიუმი მოცულობითი მხრებით

  • ასეთი კოსტიუმი ქურთუკის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უხდება ნაზი კაბების კომბინაციას მოდური კონტრასტის შესაქმნელად. იდეალურია ჯინსებსა და ქვედაბოლოებზე. ითვლება საბაზისო გარდერობის შემადგენელ ნაწილად.

შლაქსები

  • სქინი, ბოიფრენდები და სხვა მოდელები შლაქსებმა ჩაანაცვლა. ასეთი ჯინსების 70-იანებში იყო აქტუალური და 2020-შიც დაბრუნდა დიზაინერების წყალობით პოდიუმსა და ყოველდღიურობაში.

უმკლავო მოსაცმელები

  • კოსტიუმის უმკლავო მოსაცმელი შემოდგომა-ზამთარი 2020-ის მთავარი ტრენდია, რომელიც ყველა დიზაინერის კოლექციაშია, კლასიკური მოდელის თავისუფალი ვარიაცია კი სწორედ ასე გამოიყურება. თქვენ კი შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და შოპინგზე წასვლისას გაითვალისწინოთ მსგავსი მოდელების შეძენა იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად და ელეგანტურად.
წყარო: takprosto
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93