სანამ ზაფხული ბოლომდე მიიწურება და დროებით ისევ დავემშვიდობებით მოღებულ, თხელ და გრილ სამოსს, საჭიროა ამ წლის ყველა მოდური და ტრენდული დეტალი კარგად შევისწავლოთ. თუ ზღვაზე წასვლას ახლა გეგმავთ ან ჯერ კიდევ არ იცით, როგორ მოიხდინოთ ტოპის სტილის მაისურები, მაშინ დაათვალიერეთ ჩვენი ფოტოები და საუკეთესო ვარიანტი ამოარჩიეთ.
ნახეთ, როგორი ტოპებია 2020 წელს ტრენდული და როგორ უნდა მოუხდინოთ ისინი სხვადასხვა სტილის ჩაცმულობას.
თეთრი შორტი და შავი ტოპი იდეალური კომბინაციაა ზაფხულის ცხელ დღეს, თან ეს ფერები რუჯს უხდება.
წელს ყვავილებიანი სამოსი კვლავ მოდაშია, ჯინსს კი საოცრად უხდება ეს ტოპი.
რას იტყვით ამ სტილზე? საზაფხულოდ საინტერესო შეხამებაა
არ იფიქროთ, რომ ტოპი მხოლოდ თავისუფალ სტილს უხდება. პირიქით, კლასიკური სტილი უკეთ იხდენს მას.
წელს განსაკუთრებით მოდურია ერთი ფერის ტოპი ქვედაბოლოთი, თან თეთრი ულამაზეს სხეულს აჩენს.
ღილებიანი ტოპი ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ მოუხდინოთ ჩაცმულობას, კლასიკურ-თანამედროვე სტილია.
2020 წელს წითელი ფერი და ეს სტილი, ალბათ, ყველგან შეგხვდებოდათ, რადგან ასევე ტრენდული და საოცრად დახვეწილია.
რომ ამბობენ, მოდა ბრუნავსო, ეს მართალია. მე-20 საუკუნის სტილია ეს თეთრი ტოპი და ჯინსებს ძალიან უხდება.
გრილ ამინდში რომ არ დაიჩაგროს ეს სტილი, გრძელმკლავიანი ვერსიის შერჩევაც შეგვიძლია, თან მოხდენილია და თან ამინდის შესაფერისიც.
წყარო: ladyfashioniser