ტანსაცმლის ფასების ზრდა ზოგჯერ იმას განაპირობებს, რომ შაბათ-კვირას საშოპინგოდ ვეღარ მივდივართ და ამ სიამოვნებას ვიკლებთ. ეს კი დეპრესიის მიზეზადაც შეიძლება იქცეს.
ჩვენ ვიცით თქვენი გარდერობის განახლებისთვის 10 მარტივი მეთოდი და ეს ყოველივე მინიმალური ან არანაირი ხარჯის ფონზე!
შექმენით თქვენი საკუთარი ლუქები
აუცილებლად გადაიღეთ ფოტო იმ სამოსში, რომელიც მოგწონთ. ძალიან მხატვრული ფოტოების გადაღება აუცილებელი არაა. შემდეგ თქვენს კომპიუტერში ყველა სურათი ცალკე საქაღალდეში განათავსეთ - ეს საშუალებას მოგცემთ, აღარ აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როცა იმეორებთ, რომ "ჩასაცმელი არ გაქვთ". გარდა ამისა, ამ პროცესში შეიძლება მოგაფიქრდეთ უამრავი კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ განსხვავებულად გეცვათ.
მოაწყვეთ "გაცვლითი" წვეულება:
დაურეკეთ თქვენს მეგობრებს და სთხოვეთ, მოიტანონ არა მხოლოდ სასმელი, არამედ ტანსაცმელი, რომელსაც რომელიმე მიზეზის გამო არ ატარებენ. დამეთანხმებით, თქვენ ასევე ბევრი რამე გაქვთ: ქუდი, რომელიც არასდროს გამოგიყენებიათ; ჯინსი, რომლის ჩასაცმელადაც წონაში დაკლებას აპირებდით; მინი-კაბა, რომელიც ძალიან მოკლეა...
გაყიდეთ ის, რაც არასდროს ჩაგიცვამთ
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ფეისბუქზე" და სხვა სოციალურ ქსელებში უამრავი აქტიური ჯგუფი გამოჩნდა, რომლებშიც ქალები ნივთებს გონივრულ ფასად ყიდიან და ცხადია, იმ ტანსაცმელსაც, რაც ვერ მოირგეს.
იპოვე „შენი“ მკერავი ან შეკერე თავად
თქვენი ფიგურის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით შეკერილი სამოსი უკეთესად შეიძლება მოგერგოთ, ვიდრე მაღაზიაში შერჩეული.
არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების
მოდა ერთ ადგილას არ დგას, მუდმივად იცვლება და გარდაიქმნება. შეუხამეთ ერთმანეთს საინტერესო პრინტები და ნათელი ფერები: შედეგი, სავარაუდოდ, მოლოდინს გადააჭარბებს, ხოლო ხარჯები მინიმალური იქნება.
აქცენტი გააკეთეთ აქსესუარებზე
აქსესუარების წყალობით თანხა შეგიძლიათ დაზოგოთ. მათ შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ უკვე ნაცნობი სურათი, რომელიც თქვენთვის შესაძლოა მოსაბეზრებელი იყო. აბრეშუმის შარფი, დიდი საყურეები, ფართო ქუდი ან ჯაჭვი - ეს ნივთები დაგეხმარებათ იმაში, რომ კლასიკური სტილი გაამრავალფეროვნოთ.
გადაარჩიეთ სამოსი თქვენი გარდერობიდან
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შეუძლებელია ახალი ნივთების მიღება ძველისგან გათავისუფლების გარეშე. ამიტომ - სასწრაფო წმენდა ჩაატარეთ! გადაყარეთ ყველა გაფუჭებული ნივთი და ყველაფერი, რაც თქვენში ცუდ ასოციაციებს იწვევს. გარდერობში დატოვეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გაცვიათ და ახლო მომავალში გეგმავთ, რომ მოირგოთ.
შეცვალეთ დეტალები
იმისთვის, რომ არ შეიძინოთ ახალი ნივთები, შეცვალეთ არსებული დეტალები. ეს განსაკუთრებით ეხება ტანსაცმელს, მაგალითად, ქურთუკს, რომელიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში გქონდათ. საკმარისია მას მკლავები მოაცილოთ ან რამით გააფორმოთ, რომ სრულიად განსხვავებული და თანამედროვე გახდეს.
შეცვალეთ საკუთარი თავი თმის შეჭრა თქვენი გარდერობის განახლების ერთ-ერთი მარტივი გზაა. რატომ? პასუხი მარტივია: იგივე ნივთები ქერა, გრძელ, ხვეულ თმაზე და შავ, სწორ თმაზე სულ სხვანაირად გამოიყურება.
არ უნდა დაგვავიწყდეს მაკიაჟთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შესახებაც. ზოგჯერ შესაფერისი ჩრდილი და წითელი ტუჩსაცხი საკმარისია იმისათვის, რომ ნაცნობი კომპლექტი მნიშვნელოვნად განაახლოთ.
არ დაივიწყოთ ბაზრობები
ბაზრობები და მეორადი მაღაზიები მშვენიერი ვარიანტია.
ამერიკელი ვარსკვლავები თავიანთ საყვარელ ნივთებს ხშირად სწორედ ასე ყიდულობენ.
ამიტომ, თავისუფლად იმოქმედეთ, შეისწავლეთ თქვენს ქალაქში არსებული ბაზრობები. ამრიგად შესაძლოა ბევრი რამ აღმოაჩინოთ და ბიუჯეტსაც ზიანი არ მიაყენოთ.
წყარო: Cosmopolitan