წელის ჩანთები მოდაში რჩება. გთავაზობთ 3 მოდურ ვერსიას, რომელიც გამოგადგებათ სამსახურშიც და ყოველდღიურობაშიც.
ახალი casual
თუ კლასიკური ტრენჩი მოგბეზრდა, აირჩიე ორიგინალური მოდელი. ამ შემთხვევაში სადა, თეთრი ჩანთა გამოიყენე.
"პლისე" და ველვეტი
თუ რთული "აუტფიტები" და რეტრო-სტილი გიყვარს, 70-იანების იმიჯში იდეალურად "ჩაეწერება" ასეთი წელის ჩანთა.
მოდური მონოქრომი
მონოქრომი მუდამ აქტუალურია. არც შემოდგომის სეზონი იქნება გამონაკლისი.