ყველასათვის საყვარელი სასექსის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ფოტოგრაფების ობიექტივში ხშირად ხვდება და ჟურნალისტებიც მის ჩაცმულობაზე განუწყვეტლივ ლაპარაკობენ. პრინცესა დიანას შემდეგ სამეფო ოჯახის სტილი ხალხისთვის მისაბაძი გახდა და ამ წლების განმავლობაში ქეით მიდლტონსაც დაუგროვდა მიმბაძველები. პრინცესობამ რადიკალურად შეცვალა მიდლტონი და ამაზე ბრიტანული ყვითელი პრესა ხშირად საუბრობს.
ნახეთ ქეით მიდლტონის ჩაცმის წესები, რომლებიც ჰერცოგინიამ პრინცესობის დროს ისწავლა
მიდლტონმა ტრენდული სამოსის ტარება დაიწყო
ბრიტანეთის პრინცესა სამეფო ტიტულის მიღების შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწა. მან ტრენდული სამოსის მორგება დაიწყო. ახლა მიდლტონი დიდი სიფრთხილით არჩევს ბრიტანული მოდის ინდუსტრიაში სამოსს და გემოვნებიანად იცვამს.
ქეითი კოლჰოტებს იცვამს
სამეფო წესის თანახმად, ქალს შიშველ ფეხზე კაბის ჩაცმა ეკრძალება. სწორედ ამიტომ, მიდლტონი მუდმივად ატარებს კოლჰოტს.
ქეითი ერთნაირ ტანსაცმელს ყიდულობს
პრინცესობისას მიდლტონმა თავისი სტილი შექმნა, რომელსაც იდეალურად იხდენს. ჰერცოგინია ერთმანეთის მსგავს ტანსაცმელს ყიდულობს და კარგად იცის, სად რომელი უნდა ჩაიცვას.
პრინცესა სულ ელეგანტურია
კიდევ ერთი წესი, რომელიც მიდლტონს აქვს, ელეგანტური სამოსია. მას ხშირად წელში გამოყვანილი, ელეგანტური კაბები აცვია, რაც მის გემოვნებას, ფიგურასა და სტილს უსვამს ხაზს.
პრინცესა დრესკოდს იცავს
ჰერცოგინიას არასდროს ავიწყდება სამეფო წესები. ქეითი მისთვის სასურველი დიზაინერების სამოსს დრესკოდის მიხედვით იხდენს და ვულგარულობასა და პრინცესობას შორის ბალანსს პოულობს.
პალტო, როგორც კაბა
კიდევ ერთი წესი, რაც მიდლტონმა პრინცესობისას ისწავლა, პალტოს კაბად გამოყენებაა. ეს იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ ზამთარში მოხდენილად გამოიყურებოდე.
პრინცესა კაშკაშა ფერებს ატარებს
როდესაც დედოფალი ელისაბედი ქეითის გვერდზე არ არის, პრინცესა კაშკაშა ფერებით ჩნდება საზოგადოებაში. ის ხალხის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს და იცის, რა ფერები უნდა მოუხდინოს სეზონს, მოდასა და გარემოს.
მიდლტონი ქუდებსა და თმის აქსესუარებს ატარებს
ჰერცოგინიას ჩაცმულობას ხშირად თმაზე დამაგრებული აქსესუარი ან ქუდი ამშვენებს. ეს მისი უცვლელი სტილია, რომელიც ბრიტანელებს ძალიან მოსწონთ.
ქეითს არასდროს ავიწყდება, რომ პრინცესაა
მისი უმთავრესი წესი ის არის, რომ ქეითს არასდროს ავიწყდება ტიტული, პრინცესობა. მან იცის, რომ ნებისმიერ დროს სამეფო ოჯახს ათასობით ადამიანი აკვირდება და სწორედ ამიტომ, ქეითი ყოველთვის მოწესრიგებული ჩნდება ხალხში.
წყარო: brightside.me