თუ მოდელ მირანდა შელიას „ინსტაგრამს“ გადავხედავთ, რომელიც ცდილობს, რომ თავისი სტილი ჰქონდეს, აღმოვაჩენთ, რომ ამ სეზონზე დამჯდარ ფერებს ანიჭებს უპირატესობას.
ნამზეურს კრემისფერი ან მოყვითალო მანიკიური და „nude” ტუჩსაცხი ძალიან უხდება.
მირანდა შავი ფერის მოყვარულია, რასაც ადვილად შეამჩნევდით.
ამ სეზონზე ფერადი, პრინტიანი კაბები და ზედებიც საკმაოდ აქტუალურია.
ჯინსის შორტებს ზედმეტად გადატვირთული ზედების ნაცვლად ყოველთვის სადა ზედებს უხამებს.
არ დაგვავიწყდეს მოკლე ტოპებიც, რომლებიც ტყავის შარვალს შეგვიძლია შევუხამოთ და არამხოლოდ.
ვინ თქვა, რომ მოცულობითი ჩანთები უნდა დავივიწყოთ? ამ სეზონზე მსგავსი სტილის ჩანთებს უამრავი ქალბატონი ატარებს.