სტილი

2020 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე აქტუალური ტენდენციები

2020 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე აქტუალური ტენდენციები
ქუჩაში მიმავალს, ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ: „რა ლამაზი ქურთუკია“. ასეთი გრძნობა წელს განსაკუთრებით ხშირად დაგეუფლებოდათ, რადგან ქუჩის სტილთან ერთად, დიზაინერების შოურუმებსა თუ ჩვენებებზე არაერთი ახალი, განსხვავებული და საინტერეტო სამოსი ვიხილეთ. ნეიტრალური ფერების, მუქი ტონებისა თუ ნათელი ჩრდილების მოყვარული, აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის საკუთარ სტილს.

გთავაზობთ 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე პოპულარულ ტრენდებს, რომლებიც გამოგადგებათ ყველგან, სადაც უნდა წახვიდეთ:


ფერადი პიჯაკი


თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ კინოში, წვეულებაზე ან მიირთვათ ფინჯანი ყავა მეგობრებთან ერთად ფერადი პიჯაკით. ამით სხვების დღესაც
გააფერადებთ და საკუთარ გარდერობსაც გამოაცოცხლებთ. იმის მაგივრად, რომ არჩევანი გააკეთოთ ტრადიციულ, ნეიტრალურ ტონებზე, სცადეთ ხმამაღალი, ნათელი ფერები, მაგალითად, წითელი, ლურჯი... შეარჩიეთ ის თქვენი კანის ფერის მიხედვით და გამოიყენეთ აქსესუარები, რომლებიც თქვენს „ლუქს“ კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ეს არის ერთ-ერთი იმ შესაძლებლობათაგან, რაც გაგხდით ყველასგან გამორჩეულს.


ყავისფერი ტყავის ლაბადა

სუსხიან დღეებში ეს საუკეთესო არჩევანია, რომ გამოყურებოდეთ მოდურად და გაუმკლავდეთ ზამთრის ცივ ამინდს. შეურჩიეთ მას თხელი ნაჭრის შარვალი ან მოკლე ქვედაბოლო. თუკი მას ქამრით მჭიდროდ შეკრავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კაბა. მეტი სრულყოფილებისთვის, მასთან ერთად ატარეთ შავი, ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი სამოსი. ამ სტილით უამრავი ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.


„ლუქი“ ბუნებრივი ტონებით

ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა და ჯერაც არსად აპირებს წასვლას. სამოსის ერთ, ნეიტრალურ ფერში გადაწყვეტა და მორგება ყველას შეუძლია. შეარჩიეთ ნაქსოვი მაისური და ტყავის ქვედაბოლო, პიჯაკი და ფართო ნაჭრის შარვალი - არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების ჩატარებისა და სხვადასხვა ტონის შეხამების. თქვენი შესაძლებლობები და ფანტაზია უსაღვროა, გარდერობში კი ყოველთვის მოიძებნება გემოვნებიანი სამოსი.


ჩექმა და ფართოტოტიანი შარვალი

ძველისა და ახლის კომბინაცია რაიმე ახლის აღმოჩენისთვის საუკეთესო გზაა. სწორედ ამას გვთავაზობს უახლესი ტენდენციებიც. შარვლის ფართო ტოტების ჩექმაში მოქცევა თქვენს სტილს უფრო დახვეწილს, სასიამოვნოს ხდის და თუკი უპირატესობას „კოვბოის“ სტილს ანიჭებთ, ამგვარი სამოსი თქვენს პიროვნებასა და ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს.

ვეფხვის პრინტი

ყოველ სეზონზე აქტუალური განსხვავებული ცხოველის პრინტია - ამ სეზონზე კი ვეფხვის ჯერია. შავისა და ყავისფერის კომბინაცია შესანიშნავად ერწყმის შემოდგომის ტემპერატურას. კარგი იქნება, თუკი დაამატებთ ლურჯი ჯინსის შარვალს. ნუ მოერიდებით აქსესუარების ან განსხვავებული დიზაინის ფეხსაცმლის გამოყენებას. ეს საუკეთესო გზაა, განაახლოთ და გამოაცოცხლოთ თქვენი ყოველდღიური სტილი.


ფერადი ხელჩანთა

Bottega Veneta-დან დაწყებული,  Miu Miu-თი დამთავრებული, უამრავი დიზაინერი იყენებს ასეთ ხელჩანთებს საკუთარი სტილის შესაქმნელად. რბილი ტყავი შესანიშნავი არჩევანია ცივ და სუსხიან დღეებში, მით უფრო, რომ მისი ტარების არაერთი განსხვავებული გზა არსებობს. მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ მკაფიო და ნათელი ფერი, მაგალითად, ცისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი... შეუხამეთ ის ნეიტრალურ ფერებს. ჩანთა ატარეთ მკლავის ქვეშ - ეს უფრო დახვეწილ ელფერსა და ეფექტურობას მატებს მას.

ჯაჭვის ყელსაბამი და საყურე

როდესაც საქმე ეხება აქსესუარებს, აუცილებელია, დავიცვათ ზომიერება, თუმცა ჯაჭვის ყელსაბამი საყურესთან ერთად მარადიული კლასიკაა და თითქმის ყველა ტიპის სამოსს უხდება. უფრო მეტი ტრადიციული ელფერისთვის, შეარჩიეთ ოქროს ან ვერცხლის სამკაულებიც, ან შეიტანეთ ცოტაოდენი მკვეთრი ტონები თქვენს „ლუქში“. ერთხელ მორგებაც საკმარისია, რომ ეს სტილი მალევე გახდეს თქვენი ყოველდღიურობა.

თაკო ძიძიკაშვილი
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93