ფლანელის პერანგი, კიულოტები, კარდიგანი და სხვა კომფორტული ნივთები სამსახურისთვის.
ფლანელის პერანგი და როლინგი
- კომფორტული ფლანელის პერანგი მოდის მიმდევარი ყველა გოგონას გარდერობშია, თუმცა ყველამ არ იცის, რასთან კომბინაციაში ჩაიცვას სწორად. მთავარი წესი: ზედა ტანისამოსი უფრო მომდგარი უნდა იყოს ტანზე, ვიდრე ქვედა. შესაბამისად, პირველი ფენისთვის უმჯობესია თხელი როლინგი შეარჩიოთ ნეიტრალურ ფერში - ნაცრისფერი, ჩალისფერი, თეთრი და შავი.
კარდიგანი და შარვალი
- კარდიგანი - ნივთი, რომელიც არდადეგების ასოციაციას იწვევს ჩვენში, თუმცა მისი ჩაცმა საოფისედაც კომფორტულია. მეტი მოდურობისთვის დააფიქსირეთ ქამრით და მოირგეთ ფართო შარვლებთან კომბინაციაში.
ტყავის პერანგი კლასიკურის ნაცვლად
- ყოველდღე ექსპერიმენტების თავი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ერთხელ შესაძლოა სცადოთ კლასიკური ბამბის პერანგის ტყავის ვარიანტით ჩანაცვლება. ასეთი ნივთი შეგიძლიათ გარდერობში არსებულ სხვა მაისურებზეც მოირგოთ. რაც მთავარია, უხდება ჯინსებსაც და ქვედაბოლოებსაც. მთავარია, შეირჩეს ნეიტრალურ ფერში.
ტოტალ-თეთრი
- რაც უნდა გიყვარდეთ თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობა, ამ სეზონზე ტოტალური სითეთრეა მოდაში, რომელიც მზიან შემოდგომის ამინდებში თქვენი განწყობის ამაღლების უზადო გარანტიაა.
ჯემპრი უჩვეულო ფერში და ქვედაბოლო
- ცისფერი ან იისფერი ამ სეზონზე ჯემპრებში განსაკუთრებით პოპულარულია. უხდება ყოველდღიურ ლუქს. რაც მთავარია, შეგიძლიათ თქვენს საყვარელ სქინი ჯინსებთან კომბინაციაშიც ჩაიცვათ.
კიულოტები შარვლის ნაცვლად
- ნახევრად შორტები-ნახევრად კიულოტები, შარვლები მუხლებამდე - შემოდგომა-ზამთარი 20/21-ის მთავარი ჰიტია, Celine და Bottega Veneta-ს კოლექციების გათვალისწინებით, "ინსტაგრამსივრცეში" კი უკვე მოდის ყველა მიმდევარმა მოსინჯა საკუთარ თავზე სეზონის ტრენდი. ყურადღება გაამახვილე წელზე, მოირგე ტანზე გამოყვანილ მოსაცმელებთან და პერანგებთან ერთად.
შარვალი და მასიური ფეხსაცმელი
- გვიყვარს, როცა მოდა „იდეალურთან“ ასოცირებას აღარ გვთხოვს, სწორი ჯინსები კი განსაკუთრებით მოდურად გამოიყურება Prada-სა და Bottega Veneta-ს უხეშ ფეხსაცმელებთან კომბინაციაში.
წყარო: elle