ვინ იფიქრებდა, რომ უცხოპლანეტელების გარდერობის ნივთი ამ სეზონზე მოდის მიმდევარი გოგონების გარდერობის საბაზისო ნაწილი გახდებოდა.
შემოდგომა-ზამთარი 2020-ის მთავარ ტენდენციებს შორის კიდევ ერთი ტრენდია ასათვისებელი, რომელიც მეტალიზირებული ნაჭრებით გახდა პოპულარული, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი ლითონის თაგვის წელიწადია, სტილისტებისა და დიზაინერებისთვის ეს ფერი ტანისამოსში სულაც არ იყო გასაკვირი. საღამოს სეირნობებისთვის ვერცხლისფერი ქვედაბოლო სწორედ რომ შესაფერისია, რეტროფუტურისტული ლუქი კი ყოველდღიურობაში იდეალურად ეწერება.
მოდის კვირეულების დროს, ქუჩის ქრონიკების ვარსკვლავების გარდა, ჩვენებებიც სავსე იყო იდენტური კაბებით: Alberta Ferretti და Versace0-ის ჩვენებებზე ვერცხლისფერი მინი-ქვედაბოლოები იყო წარმოდგენილი, ხოლო Erdem-მა და Paco Rabanne-მა გათვლა გარდამავალი ფერის კაბებზე გააკეთეს, დაუმატეს იმავე სტილის აქსესუარები ხელთათმანის სახით და ჰუდები "ბეჭდების მბრძანებლის" ინსპირაციით. თუმცა საოფისედ და საქმიანი შეხვედრისთვის არჩევანის გაკეთება უმჯობესია მიდი-ქვედაბოლოებზე.
პირდაპირ გეტყვით, რომ ტენდენცია საკმაოდ სარისკოა, ვინაიდან ფერის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა ყველაფერს არ მოუხდეს. ამიტომ უმჯობესია მასთან კომბინაციაში გარკვეული ტიპის კროპ-ტოპი, თხელი ნაქსოვი ჯემპრი შეიძინოთ. იდეალურად ავსებს ერთი ტონალობის როლინგები, კლასიკური ბამბის პერანგები. საუკეთესოდ ვერცხლისფერი გამოჩნდება შავი, ნაცრისფერი, წითური და თეთრი ნაჭრის კომბინაციაში. მზად ხართ გაიმეოროთ ახალი ტრენდი?
წყარო: vogue