შარფი შემოდგომის განუყრელი ნაწილია და ცივი დღეების თითქმის ყველა ლუქს უხდება. სხვადასხვა ქვეყანაში შარფს სხვადასხვანაირად ატარებენ, ზოგს ჩამოშვებული სტილი მოსწონს ზოგს კი ნაწნავი.
ნახეთ, როგორ მოვუხდინოთ შარფი შემოდგომის ლუქებს
ევროპული სტილი
ამ სტილს ევროპის ბევრ ქვეყანაში შეხვდებით, რადგან ქურთუკის შიგნით მოხვეული შარფი ყელსა და მხრებს ფარავს და საკმაოდ თბილი და კომფორტულია
ყელსახვევის ფორმა
პალტოსა და მანტოზე ეს სტილი ულამაზესია, საშემოდგომოდ კი ბევრ ლუქს მოუხდება. მარტივი, კომფორტული და მოდურია
ფრანგული კვანძი ან ნაწნავი
შარფის მოხვევის ამ ტექნიკას ხან ნაწნავს ხან კი კვანძს ეძახიან ხოლმე, რაც არ უნდა ერქვას, კლასიკური სტილის სამოსს და გრძელ პალტოს ძალიან მოუხდება.
ბოჰემიური სტილი
ამ სტილის მორგება უმარტივესია და ძალიან უხდება გაშლილ თმასა და შემოდგომის ცივ დღეებს.
შარფი როგორც მოსაცმელი
ბოლო სტილი ყოველთვის ტრენდული იყო და ახლაც არის მოდაში, მის შესაქმნელად დიდი შარფი და ქამარი დაგჭირდებათ, ტანისსამოსი თქვენი
სურვილით აარჩიეთ.
წყარო:brightside.me