5 ტრენდული ფერი, რომლებიც საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით - Marao

5 ტრენდული ფერი, რომლებიც საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

2020-11-06 08:31:07+04:00


მართალია, ზაფხულს ყველაზე ფერად სეზონად მიიჩნევენ, მაგრამ თუ დავუკვირდებით მივხვდებით, რომ შემოდგომა თითქმის ყველა ფერთა პალიტრას აერთიანებს და ჩვენი გემოვნებიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია მოვირგოთ სხვადახვა ფერის ტანსაცმელი, თუმცა, ნამდვილი საშემოდგომო განწობის შესაქმნელად წარმოგიდგენთ 5 ფერს, რომლებიც თავს შემოგომის „პრინცესად“ გაგრძნობინებთ.

ვარდისფერი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდისფერს აქტიურად გამოიყენებენ ქალბატონები და სწორედ ამიტომ, ხშირად მას „ქალის“ ფერს უწოდებენ. ვარდისფერი ასოცირდება სინაზესთან, სიყვარულთან, სითბოსთან და წელს შემოდგომის ერთ-ერთი ტრენდული ფერიცაა.

რძისფერი

რძისფერი ასოცირდება სისადავესთან, დახვეწილობასთან, ელეგანტურობასთან და რაც მთავარია ძალიან უხდება შემოდგომას, ამიტომ 2020 წლის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.

ყავისფერი

შემოდგომა წარმოუდგენელია ყავისფერის გარეშე, რადგან ეს ფერი თავისთავად ასოცირდება შემოდგომასთან, ფოთლეფთან და ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ამ სეზონის უცვლელი ტრენდია.

ნაცრისფერი

ამ სეზონის ფავორიტად ნაცრისფერი სახელდება, შენზეა დამოკიდებული რას აირჩევ, კლასიკურ პიჯაკს, სვიტერს, თუ კაბას.

მწვანე

სიცოცხლესთან და ენერგასთან ასოცირდება მწვანე, რომელიც განსაკუთრებით ტრენდულია ამ სეზონზე, რაც მთავარია კარგად შევახამოთ ტანსაცმელი ერთმანეთს და ნამდვილად ტრენდულ ლუქს შევქმნით.

რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ ნებისიერ ლუქს სწორად შერჩეული აქსესუარებით თუ შეამკობთ ნამდვილი შემოდგომის „პრინცესა გახდებით“.

ქრისტინა ნოზაძე