ცნობილი მოდელი, ოთხი შვილის დედა და სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსის" დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია.
მისი მიმდევრები ყოველთვის თბილ და გამორჩეულ კომპლიმენტებს იმეტებენ.
დახვეწილი ქალბატონის გარდერობი სავსეა კლასიკური, სადა სამოსით, რომელიც სიახლეებს ყოველთვის ერგება.
ნინოს ძალიან უყვარს პიჯაკები და ბევრ სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს.
ცოტა ხნის წინ კლასიკურ, მაღალ წელიან შარვალს ტოპიც შეუხამა.
მნიშვნელოვანი ნაწილია აქსესუარებიც. დახვეწილი ქალბატონი საათებს და სხვა საინტერესო აქსესუარებს ხშირად ატარებს.
ვნახოთ მისი ახალი ფოტოები და საშემოდგომო სტილი: