ნახეთ 2020 წლის ტრენდული მოსაცმელები

თუ გსურთ, ქუჩაში ყველას ყურადღება მიიქციოთ და თქვენი ჩაცმულობით ბედნიერებასაც ასხივებდეთ, მაშინ ეს ჭრელი მოსაცმელი უნდა შეიძინოთ ან მსგავსი სტილის კომფორტული და თბილი ტრენდული სამოსი შეარჩიოთ.

შემოდგომა ნაცრისფერი ფერის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ეს ფერი უნივერსალურია

წითელი შემოდგომის ერთ-ერთი ფერია და შავ, თხელ როლინგსა და კლასიკურ ჩაცმულობას შეგიძლიათ მოუხდინოთ.

კიდევ ერთი ნაცრისფერი მოსაცმელი, თუმცა სტილით რადიკალურად განსხვავებული და ტრენდული. დააკვირდით ხელებს, როგორი დახვეწილი სტილია.

ასეთი ორიგინალური მოსაცმელი როგორ არ უნდა გქონდეთ გარდერობში? თან როგორი თბილი ჩანს.

ესეც ერთი შემოდგომისთვის იდეალური მოსაცმელი, ფერადი, გემოვნებიანი და კომფორტული.

შემოდგომის ყველაზე ნაზი მოსაცმელი როგორ მოგწონთ? ეს თეთრ მაისურზე ულამაზესი იქნება.

წარმოიდგინეთ, როგორი დახვეწილი ლუქი შეგიძლიათ შექმნათ ამ თხელი, თუმცა კომფორტული მოსაცმელის დახმარებით.

"კლეჩატი" სტილი კლასიკაა, უბრალოდ ყველას უნდა ჰქონდეს.

წელს დახვეწილობის წელი გვაქვს. ეს ყველა სეზონზე იგრძნობა. ბოლო კლასიკური მოსაცმელი უბრალოდ ნაზი და სასიამოვნო სატარებელია.
წყარო:www.townandcountrymag.com