ყოველ სეზონზე გარდერობის განახლებით ხარ დაკავებული, კითხულობ მოდურ ჟურნალებს, ათვალიერებ მოდის მიმდევარი გოგონების გვერდებს, თუმცა შედეგი არცთუ ისე სახარბიელო გაქვს. რაშია პრობლემა?
გეშინია სტილის ექსპერიმენტების
- შესაძლოა ერთხელ ვიღაცამ გითხრა, რომ კლასიკური სტილი გიხდება, მას შემდეგ კი სხვა სტილს არ ეკარები. დროა, შეცვალო ტანზე გამოყვანილი შარვალი და პერანგი მოდური ფართო შარვლებითა და თეთრი პერანგით მამაკაცის გარდერობიდან.
გჯერა მოდური მითების
- ერთ ლუქში სამზე მეტი ფერი არ უნდა გამოიყენო, ფეხსაცმელი ჩანთას უნდა შეუხამო, 30 წლის შემდეგ ჯინსების ჩაცმა არ არის მიზანშეწონილი და ა. შ. ეს მითებია, რომლებიც დროა, დაივიწყო. არცერთი არ წარმოადგენს სიმართლეს. ამიტომ წინ, ექსპერიმენტებისკენ.
აქსესუარებთან დაკავშირებით პრობლემაა?
- აქ, როგორც წესი, ორი მოდური ფორმულა მუშაობს: ან გეშინია გადაამლაშო და არ ატარებ აქსესუარებს, ან პირიქით, ყველაფერს ერთად ირგებ, რის გამოც "მხიარულ კარნავალს" ჰგავს შენი ლუქი. უმჯობესია, ოქროს შუალედი იპოვო. კოკო შანელს ტყუილად არ უთქვამს, ბოლოს რა აქსესუარიც გაიკეთე, უმჯობესია სახლიდან გასვლის წინ მოიხსნა. აბრეშუმის შარფი კისერზე, საყურე და სამაჯური სრულიად საკმარისია ყოველდღიური ლუქისთვის.
მხოლოდ უფორმო ტანისამოსი
- საუბარი ოვერსაიზ ტანსაცმელზე არ გვაქვს, არამედ უფორმო ტომრისებურ კაბებზე, "ბებიის" ქვედაბოლოებსა და საშინლად უგემოვნო ზედებზე, რომლებიც გარეცხილ ტომარას ჰგავს. მით უმეტეს, როცა თვლებით გაწყობილ ჯინსებზე ირგებთ ან საოფისედ კლასიკურ შარვალზე. დროა გადაყაროთ ეს ნივთები ერთხელ და სამუდამოდ გარდერობიდან.
არ შეგიძლია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა
- შენს გარდერობში ბევრი მოდელია, რომლებიც 10 წლის წინ შეიძინე? ეს სრული კატასტროფაა. დაივიწყე სულელური წესები ფეხსაცმლის იმდენად წვრილ ცხვირზე, რომ ნებისმიერ რამეს შეიძლება წამოჰკრა ფეხი. ასევე მოიშორე თავიდან "ყოველთვის ქუსლებზე" პრინციპი. ექსპერიმენტებისთვის მამაკაცის სტილის ფეხსაცმელები შეუხამე ტანისამოსს. უხეში ჩექმა-ჩოპერებიც არ არის ურიგო, ბოტფორტებიც აქტუალურ ფეხსაცმელებშია წელს.
არასწორ კოლჰოტს არჩევ
- ბრჭყვიალა კოლჰოტი კანისფერში სრულიად უგემოვნოა. ჩვენ ამ მოდელებს "არას" ვეუბნებით. დროა მოგვბაძო და ბოიკოტი გამოუცხადო მსგავს მოდელებს.
ყურადღებას არ უთმობ ვარცხნილობას
- რაც უნდა მოდურად და აქტუალურად გამოიყურებოდე, ჭუჭყიანი თმა ერთ კუდად შეკრული მთლიანად ამსხვრევს ყველაფერს. დროა ყურადღება დაუთმო ვარცხნილობას.
არ გამოიყენო თმის ლაქები
- თოჯინები 90-იანებიდან იმ დროშივე დარჩა. წელს მინიმალიზმი და ბუნებრიობაა მოდაში. უარი თქვი უაზროდ ბევრ ლაქზე, აქტუალური თმის ვარცხნილობები კი ჩვენს საშემოდგომო ვარცხნილობებში შეგიძლია დაათვალიერო.
ზედმეტად ბევრი ოქრო
- არ აღიარებ ბიჟუტერიებს და ვერცხლს, ამაყად ატარებ მხოლოდ ოქროულობას? განსაკუთრებით, ბევრ ბეჭედს? თან ყველა თითზე? ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!
არ გაქვს საბაზისო გარდერობი
- საბაზისო ნივთები ის ძირითადი ფუძეა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება. ლეოპარდის პრინტები კაბებზე, პერანგებზე ქვედაბოლოებზე უგემოვნობის პიკია, ჯინსები გულის ფორმის თვლებით კი მთლიანად უგემოვნოს გხდის. თავად გადაწყვიტე, რა მოუხერხო ამ ნივთებს!
წყარო: cosmo