მოდელი მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. აქცენტი, ძირითადად, მის პირად ცხოვრებაზე იყო გადატანილი.
ამჯერად ლამაზი და გემოვნებიანი მოდელის საშემოდგომო გარდერობს გადავავლოთ თვალი და მისი ახალი ფოტოები ვიხილოთ.
მარიამი, ძირითადად, კლასიკური სტილის სამოსს ატარებს. მის საშემოდგომო სამოსს თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ ეტაპზე უპირატესობას სადა, ნაკლებად მყვირალა ფერებს ანიჭებს.
მოდელი საინტერესო სტილის აქსესუარებს ირგებს, რაც მის გამომწერებს ძალიან მოსწონთ.
ამჟამად მარიამს "ინსტაგრამზე" 88K-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.