სტილი

როგორ შეარჩიოთ სწორად XXL ზომის კაბა, რომ მოხდენილად გამოიყურებოდეთ

როგორ შეარჩიოთ სწორად XXL ზომის კაბა, რომ მოხდენილად გამოიყურებოდეთ
როგორ შეარჩიოს ფორმების მქონე ქალბატონმა სასურველი კაბა ისე, რომ ვიზუალურად ლამაზად გამოჩნდეს? ჩაინიშნეთ პრაქტიკული და აპრობირებული მეთოდები ჰოლივუდელი ლამაზმანის, მელისა მაკკარტის მაგალითზე.
  • კლასიკური სტილი წელიდან დაშვებული ტრაპეციის კაბით "ქვიშის საათის" მსგავს სილუეტს შეგიქმნით. სწორედ ეს დაგეხმარებათ მოცულობითი ფორმების მიმზიდველად და მოხდენილად წარმოჩენაში. მნიშვნელოვანია, რომ კაბის ქამარი თავისუფლად გქონდეთ, მაგრამ არც ზედმეტად მოშვებულად, ისე, რომ ვიზუალური ეფექტი დაგიკარგოთ.

  • კაბა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, ვიზუალურად ფორმებს ორ ზონად ყოფს. ეს დაგეხმარებათ მაშინ, როცა ყურადღების გამახვილება უფრო გამხდარ
    ნაწილზე გსურთ, ხოლო შედარებით მოცულობითი ნაწილი კი უფრო - შესამჩნევი. ასეთი ეფექტისთვის უმჯობესია, კონტრასტული ფერები და მატერია შეარჩიოთ.
  • თავისუფალი სტილის კაბას დამატებული პრინტი სრული ფორმების მქონე ქალბატონებისთვის ნამდვილად შეუსაბამოა. მხოლოდ ტრაპეციის ფორმის მქონე კაბებს შეუძლია წარმოაჩინოს სხეული ვიზუალურად უფრო წვრილად. თუკი პრინტიან კაბას ანიჭებთ უპირატესობას, ყურადღება გაამახვილეთ წელიდან ნაჭრის გაშვების ფორმას. თავისუფალი კაბები, დაიმახსოვრეთ, რომ აღნაგობას უფრო სრულად და უფორმოდ წარმოაჩენს.

  • არ შეუშინდეთ გამოყვანილ კაბებს. სწორედ ის დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ვიზუალურად უფრო მაღალი და გამხდარი. მთავარია, არ გადაამლაშოთ, ვინაიდან თუკი ძალიან მოტკეცილი გექნებათ სხეულზე, უფრო მეტად გაუსვამთ ხაზს თქვენს წონას. კაბა თეძოებსა და წელზე შეგროვდება და მომატებულ კილოგრამებს წამებში წარმოაჩენს. შეარჩიეთ ისეთი ტანისამოსი, რომელიც თავისუფლად გამოკვეთს სხეულს და არ დაგავიწყდეთ ხარისხიანი, მყარი ნაჭრების გამოყენება.
  • ნაჭრები წვრილი პლისირებით, ხავერდით და სხვა მატერიით, რომლებიც შედგება ვერტიკალური ზოლებისგან, კარგად წარმოაჩენს სხეულს ვიზუალურად. განსაკუთრებით, თუკი ვერტიკალური ნაკეცები წელის გარშემოწერილობიდან იწყება და ბოლომდე თავისუფალი დგომით სრულდება.

  • ბევრ სრულ ქალბატონს ყველაზე წვრილი ზონა მკერდის ქვეშ უფიქსირდება. სწორედ ამიტომ მაღალწელიანი კაბები უფრო მოხდენილად წარმოგაჩენთ. აუცილებელია აგრეთვე, სწორად შეარჩიოთ საცვლები და თეთრეული, რომელიც ბიუსტს სწორ მდგომარეობაში დააფიქსირებს ისე, რომ კაბის ქამრის ქვეშ არ აღმოჩნდეს.
  • მაშინაც კი, თუკი წელი არ გაქვთ გამოკვეთილი, შექმენით ილუზია დრაპირებისა და წელიდან გაშვებული ნაჭრების საშუალებით. კაბები წელით, უფორმო მოდელებისგან განსხვავებით, სხეულს ბევრად "შეკრულს" წარმოაჩენს.

წყარო:cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93