ქართველი მოდელი, მის საქართველო 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი დახვეწილად და გემოვნებით იცვამს. მან იცის როგორი სტილის სამოსი მოიხდინოს და არც ბრენდებზე ამბობს უარს.
ნახეთ, რა ჯდება ჯანეტ ქერდიყოშვილის რამდენიმე ლუქი
უმშვენიერესმა მოდელმა ეს სურათი სულ რამდენიმე დღის წინ დადო სოციალურ ქსელში, ჯანეტს ხელში PRADA-ს ახალი მოდელი, დახვეწილი ბეჟი ფერის ჩანთა უჭირავს, რომლის ღირებულება 1290$-ია.
ჩანთის ღირებულება ლარებში 4300 ლარზე მეტია და ჯანეტს ამ ჩანთის მეორე შავი ფერიც მოეპოვება გარდერობში
ესეც მეორე ლუქი მოდელის სოციალური ქსელიდან, ჯანეტს Maxmara-ს ახალი კოლექციის სამოსი აცვია და ხელშიც Maxmara-ს თეთრი, ტყავის ჩანთა უჭირავს, რომლის ღირებულება 289 ევროა.
ჩანთის ღირებულება ლარებში 1200 ლარს უდრის. Maxmara-ს ამ მოდელს გადასაკიდი ეცვლება და ხელში დასაჭერადაც იდეალური ზომისაა.
ჯანეტს ამ სურათზე Zara-ს მდოგვისფერი გრძელი კაბა აცვია, რომლის ღირებულება 220-250 ლარია.
Zara-ს ქვედაბოლოსთან ერთად მას, hermes-ის ჩანთა უჭირავს, რაც რამდენიმე ათასი დოლარი ღირს.
ესეც ბოლო ლუქი ჯანეტ ქერდიყოშვილის გარდერობიდან. ალბათ Dior-ის ცნობილი ჩანთა იცანით, თუმცა აქ ყურადღება მოდელის ფეხსაცმელზე გაამახვილეთ. ჯანეტს christian louboutin-ის 2018 წლის მოდელი აცვია, რომელიც 995 თითქმის 1000 ევრო ღირს.
ფეხსაცმლის ღირებულება ლარებში თითქმის 4000 ლარსამდე აღწევს.
იხილეთ: რა ჯდება ნანუკა გუდავაძის რამდენიმე ლუქი
რა ჯდება ანუკის ერთ-ერთი "ლუქი"
რა ჯდება ია ფარულავას, რამდენიმე გამორჩეული "ლუქი"