სტილი

მოდური ნაქსოვი ნივთები 40+ ქალებისთვის, რომელთაც მთელი ზამთარი ატარებთ

მოდური ნაქსოვი ნივთები 40+ ქალებისთვის, რომელთაც მთელი ზამთარი ატარებთ
ცივი წელიწადის დროს ნაქსოვზე მეტად არაფერი უხდება. გასაკვირი არც არის, რომ სასიამოვნო, ფაფუკი, რბილი ქსოვილი სითბოს მისანიჭებლად გვჭირდება სხეულზე ყოველდღიურობაში.
რომელი ნივთები უნდა ჰქონდეს გარდერობში ყველა ქალბატონს.

ჯემპრი

  • რა თქმა უნდა, ჯემპრი - ყველაზე პოპულარული ნივთი ნაქსოვებიდან. უმჯობესია, მოერიდოთ ტანზე გამოყვანილ მოდელებს, ვინაიდან წელს აქტუალური ოვერსაიზია და საკუთარი კომფორტი. ყველაზე უნივერსალური ვარიანტი - ჯემპრი მოცულობითი მხრებით, რელიეფური ნაქარგებით, ნაქსოვებით. უმჯობესია, უპირატესობა ნეიტრალურ ფერებს მიანიჭოთ, მშვიდი ტონალობები საბაზისო გარდერობში საკმაოდ პრაქტიკულია, თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ ქვედაბოლოს და ჯინსებს.
    მოცულობითი ჯემპრები მოუხდება საშუალო ტანის ქალბატონებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ტანზე გამოყვანილ ქვედაბოლოს ან შარვალს შეუხამოთ.

უმკლავებო კარდიგანი

  • საკმაოდ პრაქტიკული და კომფორტული ნივთი ყოველდღიურობისთვის. რეკომენდებულია გრძელმკლავებიან ტანსაცმელთან კომპლექტში. მოუხდება როლინგებს, პერანგებს და კაბებს გრძელი მკლავით.

კარდიგანი

  • შეარჩიეთ გრძელი მოდელი პასტელურ ფერებში. ბევრი მას ზედა ტანისამოსის სახით ატარებს. კარდიგანი შეგიძლიათ შეუხამოთ ნებისმიერ კომპლექტს, თუმცა არა მოცულობითს. დიდი ფორმების მქონე ქალბატონებმა უმჯობესია ყურადღება სწორი სტილის კარდიგანზე გაამახვილონ. ის ვიზუალურად ტანს უფრო თხელს წარმოაჩენს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ კარდიგანზე ერთი ღილის პრინციპი.

კაბა

  • გარდერობის ყველაზე ლამაზი ნივთი, ახლა მოდაში კაბა-ჯემპრებია მუხლამდე სიგრძით. მათი მორგება შეგიძლიათ მაღალყელიან ჩექმებთან, ჯინსებთან და ლეგინსებთან. სწორი, ტანზე გამოყვანილი მოდელი მოირგეთ ქამართან ერთად.

ლაბადა

  • მაქსიმალურად კომფორტული ნივთი საშემოდგომოდ. მკვეთრი ფერის ლაბადა უხდება საბაზისო ნივთებს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ფერთა გამა იმისათვის, რომ არ დატვირთოთ ლუქი.

აქსესუარები

  • ნაქსოვი არა მარტო ტანისამოსი შეიძლება იყოს, არამედ აქსესუარებიც. ცივ პერიოდში დაგჭირდებათ ქუდი ან მოდური ბერეტი. ეს ელემენტი თქვენს მოდურ ტანდემს უფრო გამოკვეთილად ლამაზად წარმოაჩენს. ულტრამოდური ხელთათმანები კი ეფექტური ბონუსია, ცივ ამინდში დაიცავს თქვენს ხელებს ყინვისგან. ასევე შეგიძლიათ შარფიც შეუხამოთ. არ დაგავიწყდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილად იქნებით, საკმაოდ მოდურადაც გამოიყურებით ამ კომბინაციაში.

ჩაინიშნეთ ჩვენი კომფორტული სია და მოემზადეთ თბილი ნივთების მოსამარაგებლად.

წყარო: takprosto
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93