დიზაინერი ანუკი არეშიძე წინა სეზონზე განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას მკვეთრ და ნათელ ფერებზე. ახლა ის, ძირითადად, სადა ფერის სამოსზეა გადართული.
მის ფოტოებში ამჯერად შავი ფერები ჭარბობს და ეს აქსესუარებსაც ეხება.
ასევე, დომინანტი ფერია ოქროსფერი.
ალბათ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ ანუკი არეშიძის საყვარელი პარფიუმი სწორედ "შანელია", რომელსაც რა ხანია ერთგულად ირჩევს.
ის ასევე "შანელის" ლოსიონებსაც ანიჭებს უპირატესობას. ეს კონკრეტული ვერსია ანტი-ასაკობრივიც არის და როგორც ჩანს, ანუკი ამ პროდუქტსაც ენდობა.
დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა განსხვავებულმა ლუქმა, რომელიც სოციალურ ქსელში რა ხანია გავრცელდა. isabel marant-ის პალტოში გამოწყობილი ანუკის ფოტოს სხვადასხვა სახის კომენტარები მოჰყვა. ერთი მხრივ, გამომწერებმა აღნიშნეს, რომ ამ სეზონზე მსგავსი ტექსტურის და შესახედაობის მანტოებია მოდაში, რომლის სხვადასხვა ვარიაციაა. მეორე მხრივ კი ანუკიმ შემდეგი კომპლიმენტიც დაიმსახურა: "მიხარია, რომ ქართველი ხარ".
ნაზი, კლასიკური ზედა და ჯინსის შარვალი იდეალური კომბინაციაა.
დიზაინერი გამორჩეული, ორიგინალური აქსესუარების ფოტოებითაც ისევ გვანებივრებს.