ცნობილი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია დღეს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არის ცნობილი. უკრაინული "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, როგორც უკრაინაში, ასევე ჩვენთან, საქართველოში ქალების გულთამპყრობელია და ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი უბრალოდ უნაკლოა. საოცარი აღნაგობისა და წარმატებული კარიერის გარდა, ირაკლის დახვეწილი სტილი აქვს.
ნახეთ ირაკლი მაქაცარიას ტოპ 5 ლუქი
ირაკლი სპორტულ და კლასიკურ სტილს ერთნაირად ირგებს. აღნაგობიდან გამომდინარე, მას ყველანაირი სამოსი უხდება.
ტელეწამყვანს როლინგისა და მანტოს სტილი გამორჩეულად მოსწონს და ეს მის ყოველდღიურ ლუქებში შეიმჩნევა.
მაქაცარია სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული. მის სოციალურ გვერდებზე ვარჯიშისა და სწორი კვების ვიდეოებს ხშირად ნახავთ, სწორედ ამიტომ, ირაკლი მუდმივად კარგ ფორმაშია.
ირაკლის ჩაცმულობაში მთავარი აქსესუარები სწორედ საათი და სათვალეა. როგორც ჩანს, მაქაცარიას საათები ძალიან უყვარს.
ესეც ირაკლის ბოლო ლუქი, სპორტულ-კლასიკურ სტილში, რომელიც ტელეწამყვანს გამორჩეულად უხდება.