სტილი

პატარძალი შავებში: 8 ვარსკვლავი, რომლებმაც შავ საქორწილო კაბაზე გააკეთეს არჩევანი

პატარძალი შავებში: 8 ვარსკვლავი, რომლებმაც შავ საქორწილო კაბაზე გააკეთეს არჩევანი
პატარძლის ცნება უმეტესობას თეთრი კაბის ასოციაციას უქმნის; მაქსიმუმ, ჩალისფერი კაბა გრძელი ფატით, მაგრამ ჩვენი გმირები დარწმუნებულნი არიან, რომ შავი კაბა სწორედ რომ საპატარძლოა. სარა ჯესიკა პარკერი, ავრილ ლავინი და სხვა თამამი ვარსკვლავები, რომლებმაც საქორწილოდ შავ კაბაზე შეაჩერეს არჩევანი.

მერილინ მონრო

  • 1954 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქერა მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული ბეისბოლის მოთამაშე ჯო დი მაჯო გახდა. მონრომ უარი არა მარტო პომპეზურ წვეულებაზე თქვა, არამედ თეთრ კაბაზეც. მსახიობმა ყოველდღიურ კაბაზე გააკეთა არჩევანი, რომელიც 250 ამერიკული დოლარი
    დაუჯდა.

სარა ჯესიკა პარკერი

  • სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი 20 წლის წინ დაოჯახდნენ. მიუხედავად ბევრი სირთულისა, წყვილის ქორწინება ჰოლივუდში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მტკიცედ ითვლება. ერთადერთი, რაზეც სწყდება გული მსახიობს - ეს მისი შავი საქორწილო კაბა იყო. პარკერმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, დროის უკან დაბრუნების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, აუცილებლად კლასიკურ თეთრ კაბას აირჩევდა.

ლიბერთი როსი

  • Givenchy-ს გოთიკური ვინტაჟური ლუქი შეარჩია მეორე ქორწილისთვის ტოპ-მოდელმა ლიბერთი როსმა - მისი ლუქი გვირგვინმა და მუქი წითელი ვარდების თაიგულმა დაამშვენა.

ელენ პომპეო

  • არა, ეს არ არის ელენის საქორწილო კაბა - "ვნების ანატომიის" ვარსკვლავმა გადაწყვიტა, 10 წლისთავზეც კი არ გამოაქვეყნოს ქორწილის ფოტოები. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ელენმა აღნიშნა, რომ კლასიკური თეთრი კაბის ნაცვლად შავ საქორწილო კაბაზე გააკეთა არჩევანი.

შენეი გრაიმსი

  • შენეის შეუძლია საკუთარი თავით იამაყოს - სწორედ ის გახდა პირველი ვარსკვლავი, რომელმაც კლასიკური თეთრი ჩაანაცვლა ვერა ვონგის ცნობილი "შავი" საქორწილო კოლექციის კაბით. როგორც ჩანს, გრაიმსმა წარმატებულად გარისკა - მისი ქორწინება მოდელ ჯოშ ბიჩთან ერთად წლიდან წლამდე უფრო მტკიცდება.

შერილ კოული

  • რაც შეეხება შერილს, შავმა კაბამ ნამდვილად არ მოუტანა ბედნიერება, მისი ქორწინება ჟან-ბერნარდ ფერნანდეს-ვერსინისთან 2 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა.

ტინა ტერნერი

  • ტინას რჩეული, მუსიკოსი ერვინ ბახი რამდენიმე ათეული წელიწადი ითანხმებდა ქორწინებაზე. ტერნერს ეშინოდა მეორედ დაოჯახების. პირველი წარუმატებელი ქორწინება მძიმე განქორწინებით დასრულდა, მაგრამ 27 წლის შემდეგ, 2017 წელს, საბოლოოდ გადაწყვიტა ბახზე დაქორწინება. სპეციალურად ამ დღისთვის თავად ჯორჯო არმანიმ შეუქმნა შავი-მწვანე მოცულობითი კაბა.

ავრილ ლავინი

  • ავრილმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს გოთური ლუქი და როკ-ენ-როლის სტილში ქორწილი ხიბლავდა, მაშინ, როცა ცოლად გაჰყვა მუსიკოს დერეკ უიბლის. მათი ქორწინება 4 წლის შემდეგ დასრულდა, თუმცა მომღერალმა მაშინ ტრადიციების წინააღმდეგ სულაც არ გაილაშქრა. 2013 წელს მომღერალი მეორედ გათხოვდა ჩედ კრიუგერზე, Nickelback-ის სოლისტზე, ამჯერად კი ყველაფერი თავად გადაწყვიტა: ძველი ფრანგული კოშკი, შავი საქორწილო კაბა, შავი თაიგული და ტორტიც კი შავ ფერში. სამწუხაროდ, მათი ქორწინება ორ წელიწადს ითვლის მხოლოდ, 2015 წელს წყვილმა განაცხადა განქორწინების თაობაზე, თუმცა ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93