უკვე გაზაფხული მოვიდა და მალე თბილისისთვის ჩვეულებრივი თბილი დღეებიც დაიწყება, ბათინკიდან უცბად, კედებსა და საზაფხულო ფეხსაცმელებზე გადავალთ და ტრენდული ფეხსაცმლის იდეები უნდა განვიხილოთ, რადგან თბილ დღეებს მომზადებულები შევხვდეთ. ნახეთ, გაზაფხულის მოდა - როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ ამ წლის გაზაფხულზე.
პირველი მოდელი სტანდარტული ფორმის ფერადი კედებია, რომელიც როგორც ყოველთვის კვლავ ტრენდულია და ყველა სტილის სამოსს უხდება.
დაბალძირიანი ფეხსაცმელი, იგივე "ტაპკი" ამ სეზონზე თამამად შეგიძლიათ მოირგოთ, რადგან "ტაპკები" ფეხს აწვრილებს, გაზაფხულის სეზონის შესაფერისია და კომფორტული სატარებელია.
ქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებმა შეგიძლიათ ეს მოდელი კლასიკურ შარვალსა და პიჯაკზე მოირგოთ, წელს მოშიშვლებული ფეხი მოდაშია და ფერად პიჯაკზე ულამაზესი იქნება.
უთასმო ბოტასი აქტუალურობას არ კარგავს, კომფორტის მოყვარულებმა ეს მოდელი აუცილებლად უნდა შეიძინოთ. მოირგეთ და კომფორტზე მერე ვისაუბროთ, უბრალოდ საოცარია
სქელი ქუსლი და ლეოპარდის პრინტი 2021 წლის დასაწყისშიც გამოჩნდა და როგორც ჩანს, გაზაფხულზე მისი შეძენა თამამად შეგიძლიათ. როგორც დიზაინერები გვირჩევენ, ეს სტილი კლასიკურ სამოსსა და გრძელ კაბებზე უნდა მოვირგოთ.
თეთრი კედი-ბოტასი, მორიგი კომფორტული და თინეიჯერებში ცნობილი მოდელია, რომელიც პირველად 2020 წელს გამოჩნდა და ნამდვილი ბუმი მოახდინა. 2021 წლის გაზაფხულზე ეს სტილიც შეგიძლიათ სცადოთ.
"ლოფერები" ასე ეძახიან პატარა ქულსზე, ნახევრად დახურულ ფეხსაცმელს რომელიც კალსიკური სტილის მოყვარულებს გაზაფხულის თბილ დღეებს გაგიფერადებთ. თუ "ლოფერები" ჯერ არ გცმიათ, მოირგეთ და გახდა აღარ მოგინდებათ.
უკვე 2 წელია ღია სანდლები ქალბატონების გარდერობებში გამოჩნდა და ჯინსებსა და კაბებზე აქტუალური გახდა. ღია სანდლები 2020 წლის მთავარი ტრენდი იყო, 2021-შიც არაფერი შეცვლილა შეგიძლიათ წინ წელს შეძენილი სანდლები გადმოალაგოთ და თამამად იაროთ ქუჩებში.
ნახევრად კლასიკური სანდლები ბევრ ქალბატონს მოსწონს, წელს ისიც მოდაშია და ერთხელ მაინც მისი მორგება უნდა სცადოთ.
უკვდავი ტანგეტკები, რომელიც ალბათ კიდევ წლები მოდიდან არ გადავა და ფრიალა კაბებსა და კლსიკურ სამოსს კვლავ დაამშვენებს.
წყარო: www.cosmopolitan.com