სტილი

ბალერინები - ძველი ტრენდის ახალი სიცოცხლე

ბალერინები - ძველი ტრენდის ახალი სიცოცხლე
რამდენიმე წლის წინ დაბალძირიანი, მინიმალისტური ფეხსაცმელი, ე.წ. ბალერინები, ყველაზე ძველმოდურ და არატრენდულ ფეხსაცმლად ითვლებოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის კვლავ დაბრუნდებოდა ჩვენს ცხოვრებასა და გარდერობში. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები სხვანაირად ფიქრობენ - ბალერინები ისევ გამოჩნდა პრადასა და შანელის კოლექციებში და მალევე დაიბრუნა საკუთარი ადგილი ქუჩის მოდაშიც. ბოლო დროს კი ამ სტილის ფეხსაცმელს Celine-ის, Miu Miu-სა და Lanvin-ის შოურუმებშიც შეხვდებით.

ბალერინების პოპულარობა 2010 წლიდან იწყება, როცა მას, ძირითადად, გაშლილ კაბებსა და ვიწრო ჯინსის შარვლებთან იცვამდნენ.
წელს კი ეს ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა. მოდის ტენტენციები შეიცვალა და წელს დიზაინერები ბალერინების ჩაცმას უფრო მამაკაცურ, დიდი ზომის სამოსთან გვირჩევენ. აი, როგორ უნდა ატაროთ ბალერინები, რომ კვლავ მოდურად გამოყურებოდეთ:
თეთრი ბალერინები
2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში არაერთი ცნობილი დიზაინერი გვთავაზობს თეთრ ბალერინებს, მათ შორის არიან Simone Rocha დაValentino. მინიმალისტური, დახვეწილი თეთრი ბალერინები ნამდვილად აქცევს თქვენს საგაზაფხულო ლუქს ტრენდულად.

ტყავის ბალერინები
Celine და Lanvin ამ სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებას ტყავის ფაქტურის ბალერინებზე ამახვილებენ. მათი კომბინაცით ჯინსთან ან ტყავის შარვალთან აუცილებლად შეძლებთ გარშემომყოფების მოხიბვლას.

ბალერინები თასმებით
თუკი გსურთ, ნაზი, დახვეწილი და გემოვნებიანი ქალის იმიჯი შეიქმნათ, აუცილებლად უნდა მოირგოთ ბალერინები თასმებით. ეს გაზაფხულის სეზონის ყველაზე აქტუალურ ტრენდია.

ბალერინები გრძელი, წვეტიანი ცხვირით
თუკი ბალერინები გრძელი, წვეტიანი ცხვირით თქვენს გემოვნებასა და სტილს ერგება, აუცილებლად დაათვალიერეთ Miu Miu-ს, Valentino-სა და Prada-ს გაზაფხული-საფხულის კოლექციები.

ფერადი ბალერინები
ფერადი ბალერინები უამრავი ვარსკვლავის საყვარელი ტრენდია. ეს ნამდვილად შესძენს თქვენს ლუქს ორიგინალურ და დახვეწილ ელფერს. ფერადი ბალერინების საინტერესო არჩევანს შეხვდებით Lanvin-ის, Celine-ისა Zara-ს კოლექციებში.

ბალერინები კვადრატული ცხვირით
ბალერინებს კვადრატული ცხვირით, შეიძლება ითქვას, არასდროს დაუკარგავს პოპულარობა. ის შესაფერისია როგორც ყოველდღიური სამოსისთვის, ისე წვეულებაზე ჩასაცმელადაც. თუ ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო არჩევანია თქვენთვის, ეწვიეთ COS-ის მაღაზიებს.

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93