უკვე გაზაფხული მოვიდა, ზამთრისგან ნასესხები ამინდები დასრულდა და უკვე თამამად შეგიძლიათ ფერადი, გრილი სამოსის მორგება. ქართველმა სელებრითებმა საგაზაფხულო გარდერობები უკვე გამოალაგეს. სოციალური ქსელი მათი ახალი ფოტოებით აივსო. დროა, მოდური და ტრენდული ნივთების ასარჩევად მოვემზადოთ.
ნახეთ ქართველი სელებრითების საგაზაფხულო ლუქები - რა ჩავიცვათ ამ სეზონზე:
მოდელმა კრისტი ყიფშიძემ ამ სეზონზე მოკლე შორტი და შავი პერანგი მოირგო, რომელიც გაზაფხულის ამინდებისთვის შესაფერისია. ამ წელს მეტალით გაწყობილი ქამარი და სადა აქსესუარები ტრენდულია.
საგაზაფხულოდ მოდელმა ქეთი ჟღენტმა სადა სამოსი შეარჩია, ჯინსები და თეთრი პერანგი პატარა ჩანთასთან ერთად მოდურია.
ჯინსი აქტუალურობას არასდროს კარგავს, გაზაფხულს ღია ფერები უხდება შესაბამისად. ღია ფერის ჯინსი ამ სეზონზე აუცილებლად უნდა სცადოთ. მაღალწელიანი ჯინსები წვრილ წელსა და გრძელ ფეხებს გამოგიჩენთ.
გვანცა დარასელიამ გაზაფხულის გრილ დღეს პერანგი, პიჯაკი და ჯინსები შეარჩია. გაზაფხულის საღამოს პიჯაკი კარგი გამოსავალია, ყველანაირ სამოსს უხდება და მოდიდან არასდროს გადადის.
კიდევ ერთი ალტერნატივა ამ სეზონზე თეთრი შარვალი და კვლავ პიჯაკია. თეთრი ფერი გაზაფხულს უხდება. შეარჩიეთ თეთრი შარვალი, კაბა ან პერანგი და ამ პერიოდში სცადეთ.
მოდელი მანიკა ასათიანი შავი ფერის მოყვარულია. წლევანდელ გაზაფხულზე მოდელის ერთ-ერთ ლუქში ტყავის მოსაცმელიც შედის. ტყავი 2020 წლის სამოსში გამოჩნდა და კვლავ მოდაშია. ასე რომ, მისი მორგებაც თამამად შეგიძლიათ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>