გოგონებს ყველაზე მეტად ექსპერიმენტების ჩატარება თმებზე გვიყვარს, ქოლორისტებმა კი კარანტინული ქრონიკების შემდეგ "ლუი ვიტონის", "პრადას" და "სიმონე როშას" შემოდგომა-ზამთარი 2021-ის კოლექციების დემონსტრირება წითური თმის ფერის მქონე მოდელებზე მოახდინეს. როგორც ჩანს, სეზონის ფავორიტი ფერი გამოვლენილია.
ამერიკული "ვოგის" ყდაზე მოდელ ჯიჯი ჰადიდის გამოჩენაც სწორედ ახალი ტრენდის დამკვიდრების საფუძველი გახდა. ის თავისი ექვსი თვის გოგონასთან, ჰაისთან ერთად ჩვენებებზე დადიოდა, ყველაზე მეტად კი უჩვეულო თმის ფერმა მიიქცია ყურადღება. მისი ინსპირაციის წყარო მისივე და - ბელა ჰადიდი აღმოჩნდა.
„ამ ფერის პოპულარობა გაზაფხულთან აქტიურ კავშირშია. მას ბევრი პალიტრა აქვს, მუქით დაწყებული, ყველაზე ღია ტონით დასრულებული“ - აღნიშნავს ვარსკვლავური სტილისტი ლონდონიდან რიო სრიდჰარანი.
„ეს არის მანდარინული ოცნება ფორთოხლისფერი პალიტრით. ის ყოველთვის იყო ჩვენს ასორტიმენტში, ახლა კი ბესთსელერი გახდა, ესე იგი, ტრენდებშიც მოექცა“ - განმარტავს Bleach London-ის დამფუძნებელი ალექს ბრაუნსელი.
როგორ მოვირგოთ სეზონის ყველაზე მოდური ფერი საკუთარ თავზე?
თუკი ვერ რისკავთ ერთიანად შეღებვას, დაიწყეთ მუქი წითურით. რამდენიმე თმის ღერი სახესთან სრულიად საკმარისია სიახლესთან შესაგუებლად. ამ ვარცხნილობას კი „ბელას ეფექტს“ უწოდებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი ჯერი ჰოლიუელისგან 1990-იანებიდან წამოვიდა. სწორედ ასეთი სტილი ბრუნდება მოდაში.
არ იცით, როგორ შეარჩიოთ შესაფერისი ტონალობა? დაიწყეთ ორი ფერის მიქსით: მუქი და მოწითალო ტონალობით. პირველი უფრო ფორთოხლისფერში გადის, მეორე კი - ცეცხლოვან-წითურში. შესაბამისად, ამ ორი ფერის კომბინაცია ქმნის საგაზაფხულოდ ნეიტრალურ პალიტრას - აღნიშნავს ბრაუნსელი.
იხილეთ სრულად