მოდის ექსპერტები დაგვეთანხმებიან, რომ ჯინსს ვერანაირი სამოსი და ვერანაირი ქსოვილი ვერ ჩაანაცვლებს, ის ყოველ წელს ტრენდული, აქტუალური და საჭირო იქნება. ჯინსი არის სამოსი, რომელიც ყველა ქალს უხდება და ყოველთვის ელეგანტურად და ლამაზად წარმოაჩენს ტანს. 2021 წელს ჯინსების რამდენიმე სახეობა ტრიალებს. მათ შორის გაშვებულ, შლაქსის სტილს ხშირად შეხვდებით. ნახეთ 2021 წლის ტრენდული ჯინსები - როგორი სტილი უნდა მოირგოთ ამ სეზონზე.
როგორც უკვე ვახსენე, წელს "შლაქსი" მოდაშია, ძველი, 90-იანების მოდა დაბრუნდა და გაშვებული ჯინსები გოგონების საყვარელი სამოსი გახდა. შეგიძლიათ გაზაფხულსა და ზაფხულზე გრძელი "შლაქსი" მაღალწელიანი შარვლები თავისუფლად შეიძინოთ და ნებისმიერ სამოსთან მოირგოთ.
თუ ზევით ვიწრო და ქვევით გაშვებული შარვალი არ მოგწონთ, ამ წელს კიდევ რამდენიმე ალტერნატივა გაქვთ. მაგალითად, ფართო სტილი სცადეთ. ასე გამოკვეთილ ფორმებს თავიდან აიცილებთ და თავისუფლად იქნებით.
რადგან გაზაფხულია და სულ მალე ზაფხულს შევეგებებით და დროა, ცოტა ღია, სეზონის შესაფერის ჯინსზეც იფიქროთ, რადგან მზესა და სიცხეს ღია ფერი უხდება და თან საოცრად ტრენდულია.
დიახ, ღია ფერის "შლაქსიც" არსებობს. მთავარია, თქვენ როგორი სტილი უფრო მოგწონთ. როგორც ჩანს, 2021 წლის მოდაში ძველი სტილი შემოგვეპარა და დროა, ჩვენც მივიღოთ ის.
დაბოლოს, კლასიკური, ტანზე მომდგარი, მაღალწელიანი ჯინსი, რომელიც უბრალოდ არასდროს, არასდროს გადავა მოდიდან და ყოველთვის ელეგანტურად წარმოაჩენს თქვენს ტანს.
ქალბატონებს ერთი ასეთი ჯინსი გარდერობში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.
წყარო