იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ გემოვნებიანად, მხოლოდ თანამედროვე და მოდური ტანსაცმლის გარდერობში ქონა, საკმარისი არ არის. თუ ჩაიცვამთ დიდი ზომის პიჯაკს და შეიკრავთ ორი ღილით, ეს მარცხი იქნება.
ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ, თუ როგორ არ შეიძლება ჩაცმა. რისთვისაც შევაგროვეთ წესები და ისინი ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს.
შავი ბიუსჰალტერი თეთრი მაისურის შიგნიდან
იმედი გვაქვს იცით, რომ შავი ბიუსჰალტერი თეთრი მაისურის შიგნიდან ძალიან ცუდად ჩანს. ამ დროს სწორი არჩევანია ხორცისფერი თეთრეულის ტარება.
ტოპს + ბიუსჰალტერი
ტოპი გამოიყურება კარგად, როდესაც შავი ან სილიკონის ბიუსჰალტერის ბრეტელები არ ჩანს ტანზე. დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: უნდა ჩაიცვათ ტოპი ბიუსჰალტერის გარეშე ამ იყიდეთ ისეთი ბრეტელები, რომლებიც არ გამოჩნდება.
პიჯაკის სწორად ჩაცმა
მოდით შევთანხმდეთ, რომ დიდი ზომის პიჯაკის ჩაცმისას მხოლოდ ერთი ღილი უნდა შევიკრათ, ან უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს.
კრემისფერი კოლჰოტები
მაშინაც კი, თუ ძალიან ძვირადღირებულ კოლჰოტებს იყიდით, ისინი მაინც არ გამოიყურებიან კარგად. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ თეთრი ან შავი კოლჰოტი მონოგრამით, როგორიც აქვს Gucci-ს და Chanel-ს.
ჩანთა + ფეხსაცმელები ერთ ფერში
თუ ფიქრობთ, რომ ჩანთისა და ფეხსაცმლის ფერების შეხამება კარგი იდეაა, ცდებით. გახსოვდეთ, რომ ეს პირველი ნიშანია არც თუ ისე კარგი გემოვნებისა.
კედებზე თასმების შეკვრა
ეს არის მოდის რედაქტორის გულისტკივილი, როდესაც კედების ან ბოტასების თასმებს კვანძით ან ბანტით იკრავენ. ისინი უნდა ატაროთ კლასიკურად, გახსნილი თასმებით.
გახსნილი პიჯაკის ჯიბეები და უკანა ჭრილი
შეიძლება არასდროს შეგიმჩნევიათ, მაგრამ აუცილებელია, რომ პიჯაკს უკანა ჭრილი ჰქონდეს შეხსნილი, ასევე ჯიბეები უნდა იყოს გახსნილი. თუ ასე არ არის, ყველაზე გემოვნებიანი და ძვირადღირებული პიჯაკიც კი უცნაურად გამოიყურება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>