საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი 26 მაისს საზოგადოებაში კლასიკური სტილით გამოჩნდა და ყველას გული მოინადირა.
ნუნუკას ყვითელი ფერის შარვალი, იგივე ფერი პიჯაკთან ერთად ეცვა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო. სოციალურ ქსელში პრემიერის მეუღლეს გულშემატკივრები სწერენ, რომ ეს სტილი და ფერი ძალიან მოუხდა.
"მზეს ჰგავხარ", "ანათებ ნუნუკა", - სწერდნენ პრემიერი მეუღლეს კომენტარებს.
როგორც აღმოჩნდა, შარვალ-კოსტუმი ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას ბრენდის "ინგოროყვას" შექმნილია.
ბრენდის ოფიციალურ საიტზე, სადაც მომხმარებელს სამოსის ონლაინ შეძენა შეუძლია, ნუნუკას ამ კონკრეტულ "ლუქსაც" შეხვდებით.
როგორც აღმოჩნდა მხოლოდ პიჯაკი 490 დოლარი ღირს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 1650 ლარია.
რაც შეეხება შარვალს, მისი ფასია 314 ამერიკული დოლარი, რაც დაახლოებით 1050 ლარის ოდენობას უდრის.
საერთო ჯამში, ნუნუკა თამაზაშვილის კლასიკური "ლუქის" ღირებულება დაახლოებით 2700 ლარია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>