ნანუკა გუდავაძეს „ინსტაგრამზე“ 240 ათასამდე გამომწერი ჰყავს. მისი ცხოვრება, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ხშირად ექცევა საზოგადოების ყუარდღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა სოციალურ ქსელში აქტიური არ არის, მისი ფოტოები, სტილი და ჩაცმულობა ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ნანუკა უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. მოდელი ხშირად ჩნდება სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სამოსშიც, მათ შორისაა Dolce&Gabbana, Emporio Armani, Coach, Fendi და სხვ. საკუთარ დაბადების დღეზე ნანუკა გუდავაძემ შავ ხავერდის კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, კაბით ბევრი ქალი მოიხიბლა და მისი ფასის შესახებაც ბევრი კითხვა დაისვა.
შავი ხავერდის კაბა, რომელიც ნანუკას საკუთარ იუბილეზე ეცვა, Cecilie Bahnsen-ის დიზაინითაა შექმნილი და მისი ფასი 1019 ევროა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 3900 ლარია. რაც შეეხება ფეხსაცმელს, რომელიც ნანუკამ შავ კაბასთან ერთად მოირგო, Dior-ს ეკუთვნის. მისი ფასი 1250 დოლარი, ანუ, დაახლოებით, 4000 ლარია.
განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ნანუკას ფოტოებს, სადაც ის ზღვის ნაპირზე თეთრ კაბაში პოზირებს. „საქართველოში ნომერ პირველი გოგო ხარ!!! ვგიჟდები ისეთი სილამაზე ხარ“, „რა ლამაზი კაბაა“ - წერენ კომენტარებში. კაბა, რომელიც მოდელს აცვია, SELF-PORTRAIT-ის ეკუთვნის და მისი ფასი 414 ევროა, რაც, დღევანდელი მდგომარეობით, 1579 ლარია.
„ბრწყინავ მაგ კაბაში, ნანუკა“, „ულამაზესი კაბა და მოდელი“ - ეს კომენტარები ნანუკა გუდავაძემ ოსკარ დე ლა რენტას შავ ყვავილებიან კაბაში გადღებულ ფოტოებზე დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, ამ სამოსით უამრავი ქალი მოიხიბლა და მისი ფასითაც ბევრი დაინტერესდა. კაბა 7260 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით 32 300 ლარია.
რაც შეეხება ბოლო ფოტოებს, რომელიც ნანუკა გუდავაძემ „ინსტაგრამზე“ 20 აპრილს გამოაქვეყნა, აქ მოდელს Coach-ის ბრენდის ჯინსის ქურთუკი აცვია, რომელიც 695 დოლარი, ანუ 2 200 ლარი ღირს. ქურთუკს მან მსგავსი ფერის პატარა ზომის ჩანთა და Persol-ის სათვალე შეუხამა. საბოლოოდ კი, მისმა სტილმა უამრავი ადამიანის კომპლიმენტი და თბილი კომენტარი დაიმსახურა.