"მე ვცხოვრობ ეგვიპტეში, სადაც სილამაზის სტანდარტები განსაკუთრებით მკაცრია" - როგორ ქალებს აღიქვამენ ლამაზებად ეგვიპტეში, იაპონიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში - Marao

"მე ვცხოვრობ ეგვიპტეში, სადაც სილამაზის სტანდარტები განსაკუთრებით მკაცრია" - როგორ ქალებს აღიქვამენ ლამაზებად ეგვიპტეში, იაპონიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში

2021-07-03 14:47:00+04:00

„სილამაზის სტანდარტები“, ერთი შეხედვით, მთელი მსოფლიოსთვის საერთოა და ის, დროის ცვილებასთან ერთად, ყველგან ერთნაირად იცვლება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული წეს-ჩვეულებები და ტრაციდიციები აქვს, რაც სილამაზის განსხვავებულ აღქმასაც განაპირობებს.

ეგვიპტე

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ეგვიპტელი ქალი, ვცრელ წერილს აქვეყნებს ფემინისტი რიმ ნუბა: „მე ვცხოვრობ ეგვიპტეში, სადაც სილამაზის სტანდარტები განსაკუთრებით მკაცრია. აქ ქალი იდეალურად მაშინ ითვლება, როცა მას გრძელი, არაბუნებრივად შავი თმა, პატარა პირი, მრგვალი თეთრი სახე და ნათელი თვალები აქვს. რაც შეეხება სხეულს, უნდა იყოს თხელი, მაგრამ არა ძალიან გამხდარი, რადგან ითვლება, რომ ასეთი ქალი მშობიარობას ვერ გაუძლებს და არასასურველად აღიქმება. უნდა იყოს მიმზიდველი, მაგრამ არა ძალიან გამოკვეთილი ფორმებით. შესამჩნევად დიდი მკერდი ეგვიპტელებისთვის დაცინვის ობიექტი შეიძლება გახდეს.

იაპონია

გარდა იმისა, რომ იაპონელი ქალი მშვიდი და გაწონასწორებული უნდა იყოს, საჭიროა ის სილამაზითაც გამოირჩეოდეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანს, რომელიც საკამრისად თეთრი უნდა იყოს. ამის გამო თითქმის ყველა კოსმეტიკური საშუალება იაპონიაში შეიცავს სახის მათეთრებელ ნივთიერებას. იაპონიაში განსხვავებულად აღიქმება ცხვირი - თუკი ევროპაში პატარა და აპერხილი ცხვირია ტრენდული, აქ კეხი უფრო მეტად მიმზიდველად ითვლება. დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური წამწამებიც, რომელიც გრძელი და აპრეხილი უნდა იყოს. რაც შეეხება ფიგურას, იაპონელებს გამხდარი, თხელი ფორმები მოსწონთ.

ინდოეთი

ბოლივუდის ლამაზმანებმა ზუსტად იციან, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ ეკრანზე უნაკლოდ გამოიყურებოდნენ. ინდოელებს ძალიან მოსწონთ ნუშის ფორმის თვალები, ასეთი ადამიანები ბედნიერებად მიიჩნევიან. სწორედ ასეთი ფორმის თვალები აქვს ცნობილ ინდოელ ვარსკვლავს, აიშვარია რაის. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს სწორი და წვეტიანი ცხვირი, სწორი და გრძელი თმა. უპირატესობად ითვლება პირსინგის ტარება და კანის მოხატვაც.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა - მაორი მიიჩნევს, რომ ყველაზე ლამაზი დეტალია ქალის სახეზე ტატუ. ეს ტატუები, რომლებიც ჩვეულებრივ ფარავს მთელ ნიკაპსა და ტუჩებს, მაორის ხალხში სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია.

ირანი

ირანს ხშირად რინოპლასტიკის სამშობლოსაც უწოდებენ. აქ სახვევი, რომელსაც ოპერაციის შემდეგ იყენებენ, ერთგვარ აქსესუარადაა ქცეული და მას იმაზე ხანგძლივად გამოიყენებენ, ვიდრე ეს საჭიროა. ზოგიერთი კი ამგვარ სახვევებს ოპერაციის გარეშეც ატარებს და ეს ირანში სილამაზედ ითვლება.

მავრიტანია და ნიგერია

ევროპული ღირებულებების უარყოფის შემდეგ, ამ ორ ქვეყანას მკვეთრად გამოხატული სილამაზის სტანდარტები აქვს. თუკი ევროპაში ქალები მუდმივად წონის კლების ახალ მეთოდებს ეძებენ და ამისთვის რისკზეც კი მიდიან, მავრიტანიასა და ნიგერიაში ქალები არასდროს დარდობენ რამდენიმე კილოგრამის მომატების გამო - აქ სავსე ფორმები სილამაზედ ითვლება.