სტილი

როგორ გამოვიყურებოდეთ ტრენდულად პლაჟზე - ეფექტური სტილი მნიშვნელოვანია

როგორ გამოვიყურებოდეთ ტრენდულად პლაჟზე - ეფექტური სტილი მნიშვნელოვანია
პლაჟის მოდა - ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სანაპიროზე მზის აბაზანების მიღების შემდეგ, კაფეში წასვლისას ან სანაპიროზე სასეირნოდ, შეიძლება უბრალოდ გადაიცვა საცურაო კოსტიუმზე გამჭვირვალე ტუნიკა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში კარგად გამოიყურებოდე. კურორტზე ჩასაცმელი ტანსაცმლის დეტალები გეხმარება დაფარო სხეულის პრობლემური ზონები და ამასთან, ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდე.

თუ არ იცით, საცურაო კოსტიუმის გარდა, რა და როგორ ჩაიცვათ პლაჟზე, ეს სტატია თქვენთვისაა. გთავაზობთ რამდენიმე მოდურ იდეას, რომლებიც ეფექტური სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.


1. ტუნიკა და კიმონო


ტუნიკა და კიმონო
ერთ-ერთ უნივერსალურ ატრიბუტად ითვლება. მრავალფეროვანი ფორმების, ფერების, სტილისა და ნაჭრების წყალობით, ტუნიკა და კიმონო ნებისმიერს შეიძლება მოუხდეს. ასე შეუძლიათ ჩაიცვან 60+ წლის ქალებმაც. სილამაზის გარდა, ტუნიკა და კიმონო ვიზუალურად შესანიშნავად დაფარავს მუცელს, გარუჯულ ფეხებს კი იდეალურად გამოაჩენს. სწორად შერჩეული მოსაცმელი დაგეხმარებათ თქვენი სხეულის საუკეთესო ადგილების დემონსტრირების მოხდენასა და ნაკლის დაფარვაში.

კიდევ ერთი დიდი პლუსი, რაც აქვს კიმონოს - ის ძალიან ადვილად იცმევა საცურაო კოსტიუმის ზემოთ და არანაირ დამატებით ტანსაცმელს არ საჭიროებს. პლაჟის გარდერობის ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ქსოვილებს: შიფონი, ბამბა, აბრეშუმი, სატინა. გარუჯულ კანს ძალიან უხდება მკვეთრი და ღია ფერები.

ქართულ ბაზარზე მოდური აქსესუარების ახალი ბრენდი - „ლანდი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ულამაზესი პრინტის შარფების მრავალფეროვან არჩევანს და უცხო სტილის კიმონოებს სთავაზობს. „ლანდის“ კიმონოები ხელმისაწვდომია როგორც სადა, ასევე ჭრელი, ყვავილების პრინტით. ასეთი ლუქით აუცილებლად დაიმსახურებთ აღტაცებულ მზერას პლაჟზე.

2. შარფი და შლაპა


იმისათვის, რომ პლაჟზე მოდურად გამოიყურებოდეთ, არ არის აუცილებელი, იყიდოთ ძვირად ღირებული საცურაო კოსტიუმი ან ჩანთა. საკმარისი იქნება, დაიხუროთ ლამაზი შლაპა და თეძოებზე ფერადი შარფი შემოიხვიოთ. არ დაგავიწყდეთ მზის სათვალე.
„ლანდის“ შარფები შეზღუდული რაოდენობით გამოდის და პრინტის ბევრნაირ არჩევანს გთავაზობთ: ყვავილები, ტროპიკული მოტივები, გრაფიკული გამოსახულებები - თქვენ ნამდვილად იპოვით თქვენთვის საინტერესო მოდელს.
პლაჟზე შესაქმნელი ლუქისთვის საკმარისია, შარფი უბრალოდ მოიგდოთ მხრებზე, მოიხვიოთ წელზე ან გაიკეთოთ თავზე. ასევე, შეგიძლიათ დაამაგროთ შლაპაზე და ამით თქვენს იმიჯს საინტერესო დეტალი შემატოთ.

3. ჟანრის კლასიკა: მაისური + შორტი


ერთი შეხედვით, თითქოს პრიმიტიული არჩევანი, უბრალო მაისური და შორტიც შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან ტრენდულად, თუ მასზე რაიმე საინტერესო პრინტი ან წარწერა იქნება. ჯინსის შორტთან ძალიან კარგად გამოიყურება თავისუფალი სტილის მაისური, თეთრი, შავი, ვარდისფერი, ცისფერი ან მარჯნისფერი ფერებით. თუ მუქი ფერები გიყვართ, გახსოვდეთ, რომ შავი ფერი განსაკუთრებით იზიდავს სიცხეს. შეარჩიეთ მზა პრინტი favshop.ge-ზე, ან შეუკვეთეთ თქვენი იდეით. უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალი სტილის ტანსაცმელს და მოხსენით ქამარი შორტებს. შორტებს ტყავის მძიმე ქამრის ნაცვლად შეგიძლიათ შარფი გაუყაროთ.

4. კაბა-პერანგი


კიდევ ერთი მოდური ვარიანტი, რომელიც ძალიან პრაქტიკულიცაა. კაბა-პერანგის ბევრნაირი ვარიანტი არსებობს: დენიმი, კლასიკური, გრძელი, მოკლე და ა.შ. ის შეგიძლიათ ჩაიცვათ ტუნიკის ნაცვლად და პლაჟიდან პირდაპირ კურორტის ქუჩებში გაისეირნოთ. კაბა-პერანგს უხდება ტყავის ქამარი.
სასარგებლო რჩევები ქალებს, პლაჟის სამოსის არჩევის შესახებ:

  1. მოერიდეთ ბევრფენიან ტანსაცმელს. უპირატესობა მსუბუქ, ჰაეროვან მოდელებს მიანიჭეთ.
  2. საცურაო კოსტიუმი ფრთხილად შეარჩიეთ, თქვენი ფიგურის მახასიათებლების გათვალისწინებით. ყველა მოდელი თანაბრად კარგად არ გამოიყურება ყველა ქალისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ქსოვილის და მასალის ფერი.
  3. წინასწარ გაითვალისწინეთ პარეოს ან კიმონოს შეძენა. ისინი იცავს კანს მზის დამწვრობისგან და შეუძლიათ სხეულის პრობლემური ადგილების დამალვა.
  4. პლაჟის არასწორმა ფეხსაცმელმა შეიძლება ქალის მთელი შვებულება ჩაშალოს. არავითარი მაღალი ქუსლები.
  5. ძველი და გაცვეთილი ნივთების დატოვება სჯობს სახლში.
  6. სანაპიროზე შლაპა ან ბეისბოლის ქუდი არა მხოლოდ ლამაზი აქსესუარია, არამედ საჭიროც. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ თავი მზის დარტყმისგან, რომლის შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს.
  7. რუჯის მიღების დროს მოიხსენით სათვალე, ის თეთრ წრეებს ტოვებს სახეზე.
  8. არ დაგავიწყდეთ აქსესუარები. პლაჟისთვის უმჯობესია წაიღოთ წყალგამძლე აქსესუარები, მაგალითად, წყალგამძლე საათი. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ლითონის სამკაული.
  9. აირჩიეთ მხოლოდ თხელი და მსუბუქი ტანსაცმელი და კომფორტული ფეხსაცმელი.
  10. პლაჟზე საჭიროა ჩანთა. ის უნდა იყოს ფართო და ტევადი. ტყავი და ლაქის ჩანთები შეუფერებელია პლაჟისთვის. უმჯობესია დაწნული ჩანთა, ნაჭრის ჩანთა ან ზურგჩანთა ნატურალური ქსოვილისგან.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93