შარფის გაკეთების 10 ხერხი და ზაფხულის ტრენდული პრინტები - Marao

შარფის გაკეთების 10 ხერხი და ზაფხულის ტრენდული პრინტები

2021-07-13 16:30:20+04:00


შარფი მიმდინარე გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური აქსესუარია. ის იდეალურად ჯდება როგორც ყოველდღიურ, სთრით სთაილში, ისე კლასიკურ ჩაცმულობაში. არის ლამაზი და ამავდროულად, პრაქტიკული. შეუძლია გაალამაზოს და მოდური გახადოს თქვენი ჩაცმულობა და თან ზაფხულში მწველი მზისგან დაგიცვათ, ზამთარში კი - გაგათბოთ.

გთავაზობთ შარფის გამოყენების 10 ყველაზე ტრენდულ ხერხს.

თუმცა შარფი რომ განსაკუთრებულ აქსესუარად აქციოთ, მხოლოდ მისი ორიგინალურად გაკეთება არაა საკმარისი. საჭიროა, გაითვალისწინოთ, თუ როგორი ფერისა და პრინტის შარფებია მიმდინარე სეზონზე აქტუალური. მოდის გავლენიანი გამოცემები გვირჩევენ, რომ გაზაფხულის პერიოდში გამოვიყენოთ შარფები შემდეგი პრინტებით:

ტროპიკული პრინტები

მწვანე ფერის კომბინაცია სხვა რომელიმე მკვეთრ ფერთან

ყვავილებიანი პრინტი

პრინტი გეომეტრიული ფიგურებით

მაღალი ხარისხის ულამაზესი პრინტის მქონე შარფებს გთავაზობთ ახალი ქართული ბრენდი - "ლანდი", რომელსაც "ინსტაგრამზე" იპოვით. შარფები საინტერესო დიზაინითა და მოდური ფერებით თქვენს ყოველდღიურ ჩაცმულობას ნამდვილად გაახალისებს. თან ბრენდის თითოეული პრინტი შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.