თინათინ მაჭავარიანს, იგივე თის, საზოგადოება, განსაკუთრებით კიმ სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის ცნობილი ბლოგერი და ინფლუენსერია, რომელიც პოპულარული TikTok-ის საშუალებით გახდა. მისი და ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძის ურთიერთობა კი არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. სკანდალური დაშორების შესახებ თი მაჭავარიანმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორშიც“ ისაუბრა და განმარტა, რომ მათ ურთიერთობაში მესამე პირი ჩაერია.
მიუხედავად ამისა, თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. მისი არაორდინარული სტილი გულშემატკივრების მხრიდან კი ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ამჯერად თი მაჭავარიანმა ვარცხნილობისა და სტილის შეცვლის შესახებ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით ისაუბრა და გულშემატკივრებს ვიდეოც გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ მან წარბები ვარდისფრად შეიღება: „როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, პირველ რიგში, რაც მინდა და რაც ვიცი, რომ შედარებით კარგ ხასიათზე დამაყენებს, არის ის, რომ თმას რამე დავუშავო. ახლა მოვედი ჩემს ნიკასთან და რაღაც უნდა გავაკეთო, საოცრება. მინდა, რომ ამ ცვლილებამ ბევრი პოზიტივი მომიტანოს. ძალიან სიგიჟეს ვაკეთებ, რატომ ვერ ვჩერდები? რატომ ვერ ვკმაყოფილდები?“ - ამბობს თი.
როგორც აღმოჩნდა, მან თმისა და წარბების ფერი შეიცვალა და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: „შოკი მაქვს, ხალხო! ეს რა სილამაზე ფერის თმაა?! რა სილამაზე ფერის წარბები?! და, ზოგადად, საიდან ასეთი სილამაზე?“, „ყველაფერი გიხდება“, „საოცრად ლამაზი ხარ, ანათებ“ - წერენ კომენტარებში.