ეკატერინე ამირეჯიბს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობია, რომლის მიმართაც გულშემატკირები კომპლიმენტებსა და დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ.
ეკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ურთიერთობები სააშკარაოზე არასდროს გამოაქვს და მისი პირადი ცხოვრების შესახებ კითხვები მუდმივად ისმის. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი 2016 წელს მეუღლეს, გიორგი სიბაშვილს დაშორდა. ეს მისთვის მეორე ქორწინება იყო. ამ დროს ეკა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა და საზოგადოება აქტიურად განიხილავდა მისი და სტანისლავ ბონდარენკოს შესაძლო რომანს, თუმცა არც ერთი მათგანი ამ ჭორს არ ადასტურებდა.
„ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“ - ამბობდა ეკა ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ჩანს, ის მართლაც უთმობს საკუთარ თავს დროს და შესანიშნავადაც გამოიყურება, რასაც მისი გამომწერები მუდმივად უსვამენ ხაზს: „გამორჩეული სილამაზე“, „ულამაზესი და უსაყვარლესი ეკა, ბედნიერი იყავი“, „საოცრად გამოიყურები, ეკა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
როგორც ეკა ამირეჯიბის პირადი გვერდიდან ჩანს, ტელეწამყვანი უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება დახვეწილი პერანგებით, პიჯაკებითა თუ კაბებით. გარდა ამისა, თვალშისაცემია, რომ ეკას განსაკუთრებით უყვარს მკვეთრი ფერები, მათ შორის ვარდისფერი. მისი სტილი და ჩაცმულობა გულშემატკივრებსა და მაყურებელში ყოველთვის იწვევს მოწონებას.