მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა. მათ ერთი შვილი, ნინა ჰყავთ: "20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში დაიბადა ნინა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი 40 წლისაც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი, ვუფრთხილდებოდი" - აღნიშნავდა თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში. წყვილის დაშორების შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თიკა ყოფილ მეუღლეს შეურიგდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.
თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს გამომწერებს და საკუთარ აზრს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით დაუფარავად გამოხატავს. მისი ფოტოები კი გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
გამონაკლისი არც თიკას მიერ ბოლოს გამოქვეყნებულია ფოტოებია, სადაც ის ყვითელ კაბაში პოზირებს: „სასწაულ ფორმაში ხარ“, „ძალიან მაგარი გოგო ხარ“, „საოცრად გამოიყურები“ - წერენ „ინსტაგრამზე“. როგორც ჩანს, მომღერალი ზაფხულის ცხელ დღეებში უპირატესობას სწორედ ღია, ნათელი ფერის სამოსს ანიჭებს. ის საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება კლასიკურ სამოსში, უფრო მეტად ყოველდღიურ სტილს ირგებს და მეგობრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.