მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს გაიცნო, როცა სამოდელო კარიერას იწყებდა და ძალები ამ სფეროში პირველად მოსინჯა. მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და თაკო მალე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მოდელი 17 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა კარიერაზე უარი არასდროს უთქვამს და საკუთარ საქმიანობას დღემდე აქტიურად აგრძელებს. ის თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელია და ისეთ გავლენიან ფიგურებთან თანამშრომლობაც მოახერხა, როგორიცაა რობერტო კავალი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, თაკო ყოველთვის ახერხებს შესანიშნავ ფორმაში ყოფნას და ამას მისი გულშემატკივრებიც მუდმივად უსვამენ ხაზს. მოდელის გარეგნობა და სტილი ხშირად იმსახურებს დადებით შეფასებას. განსაკუთრებული ყურადღება კი მისმა ბოლო ფოტომ მიიქცია - მოდელმა იმიჯი შეიცვალა და თმა ქერად შეიღება. ცვლილება მართლაც თვალშისაცემია და, როგორც „ინსტაგრამის“ მომხმარებლები აღნიშნავენ, ქერა თმა მოდელს ძალიან უხდება: „თაკო, როგორ გიხდება“, „ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალი“, „თაკო, ძალიან ლამაზად ხარ“, „ძალიან გიხდება თმის ფერი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.