მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად სალომე ღვინიაშვილი ფოტოებს თურქეთიდან აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ის ზაფხულის ცხელ დღეებს კურორტ ალატაქზე ატარებს. გარდა სალომეს გამორჩეული ვიზუალისა და გარეგნობისა, გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოდელს იდეალური სტილიც აქვს.
სალომე ღვინიაშვილის საზაფხულო „ლუქები“ უფრო მეტად ღია ფერისაა. განსაკუთრებით ჭარბობს თეთრი. როგორც ჩანს, მოდელს, ასევე, წითელი და ვარდისფერი ტონებიც უყვარს და უპირატესობას სადა, დახვეწილ სამოსს ანიჭებს. ეს ყურადღების მიღმა არ რჩებათ გამომწერებსაც, რომლებიც კომპლიმენტებს მის მიმართ არასდროს იშურებენ: „ყველაფერთან ერთად, საოცარი სტილი გაქვს“, „ულამაზესი ხარ, სალომე“, „ძალიან დახვეწილი ხარ“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
თავად სალომე ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან მოსწონს გარუჯული სხეული და ცდილობს, ლამაზი ფერი არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს.