წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ნუცას ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. გამომწერები, გარდა მისი ვოკალური მონაცემებისა, ხშირად უსვამენ ხაზს მომღერლის სტილსა და გარეგნობასაც. ნუცა არ ერიდება ექსპერიმენტებს და ხშირად იცვლის იმიჯს. მომღერალი კამერების წინ სხვადასხვა ფერის პარიკითაც არაერთხელ გამოჩნდა. ამჯერად გამომწერებს სწორედ ახალი ვარცხნილობის შეფასებას სთხოვს: „როგორ მოგწონთ ნუცა წითელი თმით? გამიზიარეთ თქვენი რეაქცია“ - წერს მომღერალი.
ნუცა ბუზალაძის ახალ იმიჯს გამომწერების მხრიდან უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა: „ძალიან გიხდება წითური თმა“, „მხოლოდ შენ ხარ ნამდვილი ვარსკვლავი დღეს საქართველოში“, „უნივერსალური სახე გაქვს, ყველა ფერი გიხდება”, „ვთვლი, რომ საუკეთესო ხარ საქართველოში“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>