მომღერალი მალიბუ ტუღუში ფართო საზოგადოებამ ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური პროექტიდან გაიცნო და მალევე შეიყვარა. მისი განსხვავებული ხმის ტემბრი, იმიჯი და გარეგნობა კი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. მალიბუ განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და კარიერულ სიახლეებსა თუ პირად ფოტოებს გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს.
გარდა მუსიკალური მონაცემებისა, მალიბუს გამომწერები ხშირად უსვამენ ხაზს მის გამორჩეულ გარეგნობასაც, მის მიმართ დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს კი არასდროს იშურებენ. მომღერლის სტილი და იმიჯი, როგორც ჩანს, ბევრისთვის მისაბაძიც გახდა.
„ტანსაცმელს სად ყიდულობ?“, „ცეცხლი ხარ, ერთადერთი ქართველი მომღერალი ხარ, რომელსაც ვუსმენ და მიყვარხარ ძალიან“, „ძალიან სექსუალური ქალი ხარ“, „ულამაზესი ხარ, შავი თმა ძალიან გიხდება“, „ძალიან მაგარი ხარ, ყველასგან განსხვავებული ხმის ტემბრით და ულამაზესი გარეგნობით“ - სწერენ მალიბუ ტუღუშს „ინსტაგრამზე“.